ჰოლანდიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ვან დერ კრაანმა განაცხადა, რომ ის ესაუბრა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს რობინ ვან პერსის, რომელმაც 2016 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებისთვის დახმარების სურვილი გამოთქვა.
"მე ვესაუბე რობინს რამდენიმე კვირის წინ და მან მითხრა, რომ სურს დაჯდეს ვან გაალთან ერთად ამ ზაფხულს და რამდენიმე დავალება შეასრულოს. მე ვკითხე, თუ რას გულისხმობდა ის, მან კი მითხრა, რომ სურს იცოდეს გეგმები "მანჩესტერ იუნაიტედზე".
"ვფიქრობ, მან იგულისხმა ის, რომ არ სურს რეგულარულად სათადარიგოთა სკამზე ყოფნა. მას თამაშის დიდი სურვილი აქვს, არა მარტო ერთი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე, არამედ საერთოდ, მაღალ დონეზე დიდი ხნით თამაშის."
"ის ფიქრობს, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, თუნდაც ანხელ დი მარიას გვერდით, არ დაეხმარება დარჩენაში და საუკეთესო ფორმაში ყოფნაში. ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ითამაშა მან რამდენიმე მატჩი გასულ სეზონს რეზერვებში."
31 წლის ვან პერსიმ, გასულ სეზონში ტრამვების გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, თუმცა "იუნაიტედმა" მის გარეშეც შეძლო ოთხეულში ადგილის დამკვიდრება. მიუხედავად იმისა, რომ მას ვან გაალთან კარგი ურთიერთობა აქვს, მისი მომავალი დღემდე გაურკვეველია.