ბასტიანმა თავისი გეგმები გაამხილა.
სხვადასხვა გამოცემის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსი, ლუი ვან გაალი აქტიურად მუშაობდა მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის, ბასტიან შვაინშტაიგერის "ოლდ ტრაფორდზე" გადასაბირებლად, რისთვისაც მზად იყო, £10 მილიონი გაეღო. გავრცელდა ცნობები იმის შესახებაც, რომ 2 თვის წინ ვან გაალი გერმანელს ლონდონში შეხვდა, სადაც ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
30-წლის გერმანელს კოტრაქტის ამოწურვამდე 12 თვე აქვს დარჩენილი, თუმცა გერმანული მხარე ჯერ არ ჩქარობს ახალი კონტრაქტის შეთავაზებას და არც მისი გაშვების სურვილს გამოთქვამს კონკურენტ კლუბში.
შვაინშტაიგერმა კი, როგორც იქნა, თავისი სამომავლო გეგმები გაამხილა და დაადასტურა, რომ მომავალ სეზონსაც მიუნხენში გაატარებს, რათა კლუბს უფრო მეტი ტიტულის მოპოვებაში დაეხმაროს. მეტიც, მას სურს, "ბაიერნი" ისტორიაში შევიდეს და პირველი კლუბი გახდეს, რომელმაც ზედიზედ 4–ჯერ შეძლო ბუნდესლიგის მოგება.
"ჩვენ ზედიზედ 3–ჯერ შევძელით ბუნდესლიგის თასის აღმართვა, არცერთ კლუბს არ მოუპოვებია ის 4–ჯერ, ეს ჩემი მოტივაციაა. თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ, შემდეგი 3 წელი კვლავ მაღალ დონეზე ვითამაშო. ეს ჩემი მიზანია" – აცხადებს შვაინშტაიგერი.
წყარო:
dailystar