იმ შემთხვევაში, თუ ბასტიან შვაინშტაიგერი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება, ჰოლანდიელი მენტორი, ლუი ვან გაალი უზრუნველყოფს იმას, რომ გერმანელმა ნახევარმცველმა გარანტირებული სათამაშო დროს მიიღოს.
საიდუმლო არ არის, რომ ბასტიანი და გერმანული კლუბი ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან. ძირითად პრობლემას კი წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ხოსეპ გუარდიოლას სამომავლო გეგმებში 30 წლის ნახევარცველის ადგილი არ არის.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია შვაინშტაიგერის მომავალი "ალიანს არენაზე", რაც მოთამაშეს სხვა კლუბში გადასვლისკენ უბიძგებს. ეს კლუბი კი, სავარაუდოდ, "მანჩესტერ იუნაიტედია". The Times-ის თქმით, "წითელი ეშმაკები" დიდ ინტერესს იჩენენ გერმანელი ნახევარმცველის მიმართ და, სავარაუდოდ, სწორედ "იუნაიტედი" შეძლებს ბასტიანის გადაბირებას. წყაროების თანახმად, ვან გაალს შეუძლია ბასტიანის დარწმუნება და მისთვის რეგულარული სათამაშო დროის მიცემა.