"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა დავიდ დე ხეას მოუწოდა, წასვლა გადაიფიქროს და კლუბის ლეგენდა გახდეს.
ჭორების თანახმად, 24-წლის მეკარე, რომელსაც "იუნაიტედთან" კონტრაქტის მიხედვით მხოლოდ 1 წელი აკავშირებს, "რეალში" გადასვლაზე ფიქრობს, რათა თავის მეგობარ გოგოსა და ოჯახთან ახლოს იყოს.
შმეიხელი, რომელმაც "წითელ ეშმაკებთან" ერთად 15 თასი მოიგო, აღიარებს, რომ დავიდს შეუძლია აჯობოს და უფრო მეტი ტიტული აღმართოს.
"იმედგაცრუებული ვიქნებოდი დე ხეა რომ წავიდეს, რადგან მჯერა, მას მრავალი ასეული მატჩის ჩატარება და უფრო მეტი თასის მოგება შეუძლია "იუნაიტედთან" ერთად, ვიდრე მე. მიზეზს ვერ ვხედავ იმისა, თუ რატომ უნდა შეუშალოს ხელი წარმატების მიღწევაში, თუ "იუნაიტედში" დარჩება.
როგორი კონტრაქტიც არ უნდა სურდეს დავიდს, ვან გაალის ადგილზე სიკვდილამდე ვიბრძოლებდი, რათა მანჩესტერში ბედნიერი იყოს. მოდით ვაღიაროთ, მატჩების რაოდენობა, რომლებშიც დავიდმა "მანჩესტერ იუნაიტედს" სამი ქულა მოუტანა არის მიზეზი იმისა, რომ გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა. უბრალოდ დაუჯერებელი იყო", - განაცხადა ყოფილმა მეკარემ.