თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2015, 09:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2177,
კომენტარები: 8
გიგზმა სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
რაიან გიგზი "იუნაიტედის" სატრანსფერო გეგმებს ამხელს.
გიგზმა სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, რაიან გიგზმა კლუბის სატრანსფერო გეგმები გაამხილა.

უელსელის თქმით, ხელმძღვანელობა ეცდება გუნდის ცენტრალური ზონები გააძლიეროს და ამის გასაკეთებლად სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე იბრძოლებენ.

"თუკი ხელმისაწვდომია მოთამაშეები, რომლებიც გამარჯვებულები და შემოწმებულები არიან, მაშინ, დიახ, მათი შეძენა ღირს. არდადეგების დროს ალბერტ სტეივენბერგთან კონტაქტს ვაგრძელებდი წამსვლელი მოთამაშეების, მომდევნო სეზონში საჭირო ფეხბურთელების თაობაზე.

ნებისმიერი კარგი გუნდისთვის აუცილებელია ხერხემალი. მოედნის ცენტრი, ცენტრალური მცველი, თავდამსხმელი, მეკარე. დარწმუნებული ვარ, მთელი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სწორედ ამ ხერხემლის გაძლიერებას ვეცდებით.

ნათელია, გაძლიერება გვჭირდება, რადგან სეზონი მეოთხე ადგილზე დავასრულეთ. ჩვენ არ ვყოფილვართ პირველები, მეორე ან მესამე. გუნდები, რომლებიც ჩვენს ზევით იყვნენ, ასევე გაძლიერდებიან.

ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის კონკურენციას გაზრდის, ახალმა ფეხბურთელებმა კი უკეთესი უნდა გაგვხადოს. თუმცა ძალიან ჩამორჩენილები არ ვართ. გასულ სეზონში დიდ მატჩებში შესანიშნავი სტატისტიკა გვქონდა. ჩვენი პრობლემა კი სტაბილურობაა. ქულები იქ დავკარგეთ, სადაც არ უნდა დაგვეკარგა, თანაც ცუდად დავიწყეთ",
- განაცხადა "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
29 ივნისი 2015 10:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მიდი გიგგზ კაი ტრანსფერები გააკეთეთ და ეპლი ჩვენია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: RojoDiablo
29 ივნისი 2015 10:20
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მემგონი მაგაში ისედაც ყველა თანხმდებოდა, რომ ეს პოზიციები გვაქვს გასაძლიერებელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: A.HERRERA
29 ივნისი 2015 12:07
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
დე ხეა რას აპირებს ის მაინტერესებს, თქვას რამე რაიქნება.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ივნისი 2015 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
A.HERRERA,
"მოედნის ცენტრი, ცენტრალური მცველი, თავდამსხმელი, მ ე კ ა რ ე. დარწმუნებული ვარ, მთელი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სწორედ ამ ხერხემლის გაძლიერებას ვეცდებით." -მგონი შენ კითხვაზე პასუხი ნათელია. გიგზმა ფაქტიურად დაადასტურა, რომ დე ხეა მიდის, სხვა შემთხევავში მეკარის პოზიციას ნამდვილად არ დაასახელებდა.
0
№5
ავტორი: AkkRed
29 ივნისი 2015 13:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყველაფერი სწორი იბაზრა
0
№6
ავტორი: A.HERRERA
29 ივნისი 2015 13:52
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
ვახო ( G G M U)
ჰო მაგას მეც მივაქციე ყურადღება, მარა თვითონ დე ხეას კომენტარი მაინტერესებს რას ფიქრობს.
0
№7
ავტორი: GeorgeBest
29 ივნისი 2015 16:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დაცვას და ნახევარდაცვას სჭირდება ეგ ხერხემალი და ამ წელს მაინც მოგვარდეს ეგ პრობლემა areyoukiddingme
0
№8
ავტორი: Mufc7
30 ივნისი 2015 13:30
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ქულები იქ დავკარგეთ, სადაც არ უნდა დაგვეკარგა

მართალია, ისე უაზროდ ფანტეს ქულები areyoukiddingme ახალ სეზონში აღარ იქნება ეგრე, იმედია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top