თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2015, 00:10
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2302,
კომენტარები: 8
"იუნაიტედის" სარეკორდო შენაძენები
ოფიციალური საიტი აგრძელებს "სატრანსფერო სიების" სერიებს, შემდეგი თემა კი "მანჩესტერ იუნაიტედის" სარეკორდო შენაძენებია.
ოფიციალური საიტი აგრძელებს "სატრანსფერო სიების" სერიებს, შემდეგი თემა კი "მანჩესტერ იუნაიტედის" სარეკორდო შენაძენებია.

1. როი კინი ("ნოტინგემ ფორესტი" - 19/07/1993, 3,75 მილიონი ფუნტი) - სერ ალექს ფერგიუსონმა ბოლო წუთებში მოახერხა კენი დალგლიშის "როვერისთვის" როი კინის წართმევა, ფეხბურთელის, რომელიც ახლა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კაპიტნად ითვლება. კინს სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდა "ბლექბერნ როვერსთან" და დალგლიში მზად იყო, მის სანაცვლოდ 4 მილიონი ფუნტი გადაეხადა. თუმცა სანამ ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდებეოდა, სერ ალექსი დაუკავშირდა ფეხბურთელს და დაარწმუნა, რომ "იუნაიტედში" გადასულიყო, ბრიტანეთისთვის სარეკორდო 3,75 მილიონი ფუნტი სანაცვლოდ. "ამ მომენტიდან დაწყებული სხვა გუნდში გადასვლა არასდროს მდომებია." - წერდა კინი თავის ავტობიოგრაფიაში.

2. ენდი კოული ("ნიუკასლ იუნაიტედი" - 12/01/1995, 6 მილიონი ფუნტი + კეით გილესპი) - ფერგიუსონმა ძალიან გაახარა "იუნაიტედის" გულშემატკივრები, როდესაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესანიშნავი ფორვარდი, ენდი კოული გაიფორმა. მის სანაცვლოდ გუნდმა სოლიდური თანხა გადაიხადა, ასევე ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ვარსკვლავი გაუშვა "ნიუკასლში". "სულ ვამბობდი, რომ არასდროს დავტოვებდი "ნიუკასლს"" - განაცხადა კოულმა მოგვიანებით. "მაგრამ თუ ოდესმე ოცნება ახდებოდა და "მანჩესტერ იუნაიტედს" მოვესურვებოდი, ამაზე უარს ვერ ვიტყოდი."

3. იაპ სტამი ("პსვ ეინდჰოვენი" - 01/07/1998, 10,75 მილიონი ფუნტი) - სელ ალექსი დიდი ხანი აკვირდებოდა ჰოლანდიელ მცველს, სანამ 1998 წელს საბოლოოდ შეიძენდა მას. სტამს ძალიან სურდა "იუნაიტედში" თამაში და არ უნდოდა მოლაპარაკებები ჩიხში შესულიყო, ამიტომ მან უარი თქვა დამატებით თანხაზე, რომელიც ახალ კლუბს მისთვის უნდა გადაეხადა. "ეს ყველაზე მარტივად მოგვარებული ტრანსფერი იყო ჩემს აქ ყოფნის პერიოდში. იაპმა ძალიან დიდი თანხა დათმო იმის სანაცვლოდ, რომ ამ გუნდში აღმოჩენილიყო." - განაცხადა "მანჩესტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მარტინ ედვარდსმა. მასში გადახდილმა თანხამ იგი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ჰოლანდიელი გახადა. თუმცა "წითლების" სარეკორდო შენაძენის სტატუსი მას დიდი ხნით არ ჰქონია...

4. დუაით იორკი ("ასტონ ვილა" - 20/08/1998, 12,6 მილიონი ფუნტი) - დაცვის ხაზის გაძლიერების შემდეგ, სერ ალექსი შეტევაზე გადაერთო და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთი სარეკორდო შენაძენი განახორციელა. სწორედ ამ პეროდში ყალიბდებოდა გუნდი, რომელმაც ერთი წლის შემდეგ ტრებლი მოიგო. შოტლანდიელის თავდაპირველი მცდელობები ტობაგოელის ყიდვისა წარუმატებელი იყო, "ვილას" არ სურდა გუნდის ლიდერის გაშვება, თუმცა სეზონის პირველი მატჩის შემდეგ "წითლებმა" გაუმჯობესებული შეთავაზება გააკეთეს და სასურველი ფეხბურთელი შეიძინეს. "ამჯერად ყველაფერი დასრულდა." - განაცხადა იორკმა. "ამ მომენტს მთელი ცხოვრება ველოდი, საბოლოოდ მომეცა შანსი, რომ მსოლფიოს უდიდეს კლუბში ვითამაშო."

5. რუდ ვან ნისტელროი ("პსვ ეინდჰოვენი" - 01/07/2001, 19 მილიონი ფუნტი) - ფერგიუსონს იმდენად მოსწონდა ჰოლანდიელის გოლის გატანის ინსტიქტი, რომ მას არ დაუკარგავს ინტერესი მაშინაც კი, როცა ნისტელროიმ 2000 წლის აპრილში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა, რამდენიმე დღის შემდეგ კი "პსვ"-ს ვარჯიშზე სერიოზული ტრავმა მიიღო. ბოსი ფეხბურთელთან მუდმივ კონტაქტში იყო ერთი წილის განმავლობაში და, საბოლოოდ ,2001 წელს მისი გაფორმებაც მოახერხა. "რაც მათი ინტერესის შესახებ გავიგე, მას შემდეგ ჩემი გული "იუნაიტედთან" იყო" - თქვა რუდმა. "ჩემს მომავალს სხვა კლუბში ვერ წარმოვიდგენდი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი საბოლოოდ მოგვარდა." "იუნაიტეიდის" დირექტორმა, პეტერ კენიონმა კი დაამატა: "რუდი საკმაოდ დიდი თანხა დაგვიჯდა, თუმცა ეს ტრანსფერი აჩვენებს, თუ როგორ გვსურს შემადგენლობის განახლება. როგორც უკვე მრავალჯერ ვთქვი, ახალ სახეებს კიდევ იხილავთ."

6. ხუან სებასტიან ვერონი ("ლაციო" - 21/07/2001, 28,1 მილიონი ფუნტი) - კენიონი მართალი იყო, ამ სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედმა" მეორეჯერ მოხსნა რეკორდი. არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ გუნდმა 28,1 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რაც 13 მილიონით აღემატებოდა ნისტელროიმდე არსებულ ბრიტანულ რეკორდს. ("ნიუკასლის" მიერ ალან შირერის შეძენა "ბლექბერნიდან", 1996 წელს). თუმცა ეს თანხა ძალიან შორს იყო რამდენიმე დღეში განხორციელებული მსოფლიოს სარეკორდო შენაძენისგან, რომელიც "რეალ მადრიდმა" განახორციელა. ესპანურმა გრანდმა ზინედინ ზიდანის სანაცვლოდ 48 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

7. რიო ფერდინანდი ("ლიდს იუნაიტედი" - 23/07/2002, 29,1 მილიონი ფუნტი) - 23 წლის ფეხბურთელი "იუნაიტედს" 2002 წელს შეუერთდა "ლიდსიდან". "Daily Star"-მა ეს ტრანსფერი დაახასიათა, როგორც "ბოლო დროის ყველაზე გაჭიანურებული სატრანსფერო ბრძოლა". რიოც იყო ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც სერ ალექსი დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა. "პირველად მისი ყიდვა მაშინ მსურდა, როდესაც ჯერ კიდევ 17 წლის იყო. მეორეჯერ მაშინ გვქონდა მისი ყიდვის შანსი, სანამ "ლიდსში გადავიდოდა, თუმცა ეს კარგი დრო არ იყო ჩვენთვის. ახლა ის აქ იმყოფება, მას შეუძლია ბევრ რამ ისწავლოს და განვითარდეს."

8. დიმიტარ ბერბატოვი ("ტოტენჰემ ჰოტსპური" - 01/09/2008, 30 მილიონი ფუნტი) - "იუნაიტედმა" სატრანსფერო ბრძოლაში დაამარცხა თანაქალაქელი "სიტი" და ფანჯრის ბოლო დღეს მოახერხა ბულგარელი ფორვარდის დამატება. "წითლების" გულშემატკივრები პირდაპირ ეთერში უყურებდნენ, თუ როგორ შედიოდა ბერბატოვი "ოლდ ტრაფორდის" ტერიტორიაზე. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფერია ჩვენთვის. დიმიტარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მისი სტილი და უნარები კლუბს მნიშვნელოვნად გააძლიერებს." - განაცხადა სერ ალექსმა ტრასნფერის შესახებ.

9. ხუან მატა ("ჩელსი" - 25/01/2014, 37,1 მილიონი ფუნტი) - ესპანელი ნახევარმცველის ვერტმფრენით მისვლამ "აონის" სავარჯიშო კომპლექსში დამატებითი ხიბლი შემატა მის სარეკორდო ტრანსფერს. "იუნაიტედმა" შეთანხმების შესახებ ოფიციალური განცხადება გვიან ღამით გააკეთა, შემდეგ დღეს, 12 საათისთვის მატამ სამედიცინო შემოწმება გაიარა, საღამოს კი ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდა. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "იუნაიტედს" შევუერთდი. ეს იდეალური ადგილია ჩემთვის და მიხარია, რომ მექნება შესაძლებლობა ამ კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდე."

10. ანხელ დი მარია ("რეალ მადრიდი" - 26/08/2014, 59,7 მილიონი ფუნტი) - ლუი ვან გაალის მოსვლის შემდეგ, "იუნაიტედმა" 20 მილიონით გააუმჯობესა წინა რეკორდი, ასევე მოხსნა "ჩელსის" მიერ დამყარებული ბრიტანული რეკორდი. (50 მილიონი ფუნტი ტორესის სანაცვლოდ). პრესა ამ ტრანსფერი შესახებ მთელი ზაფხულის განმავლობაში წერდა, არგენტინელს ასევე ძალიან ხშირად უკავშირებდნენ "მანჩესტერ სიტის". მასში გადახდილ თანხაზე კი დი მარიამ განაცხადა: "ეს თანხა მე არ მეხება, ამას კლუბის დირექტორები ადგენენ. უბრალოდ უნდა შევეცადო, რომ დაუღალავად ვიშრომო და დავეხმარო "მანჩესტერ იუნაიტედს"".

წყარო: ManUtd.com
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: გაბადაძე
29 ივნისი 2015 01:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
გენია იყო ბაბუ რა love რა ფეღბურთელები მოყავდა თან რა თანხად shok2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№2
ავტორი: Wardell
29 ივნისი 2015 02:28
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Fellaini? Rvp? Herrera? Shaw? Rooney? Ver mivxvdi cota.
0
№3
ავტორი: Vodafone
29 ივნისი 2015 03:08
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
Wardell,
შესავალში არ იყო კარგად ახსნილი. ესენი არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ყიდვის მომენტში მოხსნეს რეკორდი. ანუ მანამდე მაგათზე ძვირად არ იყო არავინ ნაყიდი. მაგალითად რუნის დროს რეკორდი ფერდინანდს ჰქონდა.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
29 ივნისი 2015 08:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვერონის გარდა ყველამ გაამართლა თან ძალიან მაგრად. დი მარიას და მატას დრო აქვთ ჯერ კიდევ ბევრი winked
0
№5
ავტორი: RojoDiablo
29 ივნისი 2015 10:09
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
თითოეულმა მათგანმა რამდენიმე რამ გააკეთა მერე გუნდისთვის. ფულის გადახდა ამიტომ არ უნდა გენანებოდეს. ჯერ ხუანზე და ანხელზე არ შეიძლება იგივე ითქვას, მაგრამ წვლილი მათაც აქვთ და მომავალში უფრო მეტს ველოდებით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ივნისი 2015 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"სულ ვამბობდი, რომ არასდროს დავტოვებდი "ნიუკასლს"" - განაცხადა კოულმა მოგვიანებით. "მაგრამ თუ ოდესმე ოცნება ახდებოდა და "მანჩესტერ იუნაიტედს" მოვესურვებოდი, ამაზე უარს ვერ ვიტყოდი."- კოული რა კაცია wink
0
№7
ავტორი: Best 7
29 ივნისი 2015 13:10
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Veronma gagvicrua imedebi
0
№8
ავტორი: Mufc7
30 ივნისი 2015 11:24
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
იაპმა ძალიან დიდი თანხა დათმო იმის სანაცვლოდ, რომ ამ გუნდში აღმოჩენილიყო.
love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top