ფილ ნევილი შესაძლოა, ესპანეთში გადაბარგდეს.
"ევერტონისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი ფილ ნევილი შესაძლოა, ესპანური "ვალენსიას" სამწვრთნელო შტაბს შეუერთდეს, აცხადებს DailyMirror.
ამ ეტაპზე "ღამურები" მთავარი მწვრთნელის, ნუნო სანტოს თანაშემწეს ეძებენ, მას შემდეგ, რაც იან ქუატრემ დატოვა აღნიშნული პოსტი, რათა სტივ მაკლარენს გაუწიოს დახმარება "ნიუკასლის" რიგებში.
წყაროების თანახმად, კანდიდატდა სიაში 38 წლის ფილ ნევილიც ფიგურირებს, რომელსაც აღნიშნული თანამდებობის გამოცდილება გააჩნია. შეგახსენებთ, რომ ფილი "ევერტონსა" და "იუნაიტედში" დევიდ მოიესის თანაშემწე გახლდათ.
ცნობილია ისიც, რომ ესპანური კლუბის მფლობელსა და სინგაპურელ ბიზნესმენს, პიტერ ლიმს, თავისი წილი ეკუთვნის "სელფორდ სიტიშიც", რომელიც ძმები ნევილების, პოლ სქოულზის, რაიან გიგზისა და ნიკი ბატის კუთვნილი კლუბია. ჭორების მიხედვით, სწორედ ეს ფაქტი იქნება გადამწყვეტი ფაქტორი იმისა, რომ ფილი "მესტალიაზე" გადაბარგდეს.
წყარო:
fapl.ru