შესაძლოა, დავიდ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" გაფორმებული მოქმედი კონტრაქტის ვადა სრულად ამოწუროს და მომდევნო სეზონიც "ოლდ ტრაფორდზე" გაატაროს, რადგან მადრიდის "რეალი" "იუნაიტედის" მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და 20 მლნ. ფუნტის გადახდას არ აპირებს.
ევროპის ორი გრანდი ესპანელი მეკარის საფასურზე ვერ თანხმდებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დე ხეა "იუნაიტედთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
24-წლის კიპერი მომდევნო წლის ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება, რის შემდეგაც მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდება.
"რეალის" ახალი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი არ აპირებს 13 მილიონ ფუნტზე მეტი გადაიხადოს ფეხბურთელში, რომლის გადაბირება მომდევნო წელს უსასყიდლოდ იქნება შესაძლებელი.
"წითელი ეშმაკები" კი ამ თანხას არავითარ შემთხვევაში არ დასთანხმდებიან, რადგან დავიდში აღებული ფულით მისი შემცვლელის ყიდვა სურთ.