"იუნაიტედი" ინტერესს კვლავ არ კარგავს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის "ევერტონის" მარჯვენა მცველის, შეამუს კოულმენის გადმოსაბირებლად და მისით მარჯვენა მცველის პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად – აცხადებს ESPN FC.
ლუი ვან გაალი ზაფხულში დაცვის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს, პრიორიტეტი კი მისთვის მარჯვენა ფლანგია. მოგეხსენებათ, გასულ სეზონში რაფაელ და სილვამ მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, ამიტომ ყველაზე ხშირად ამ პოზიციაზე ანტონიო ვალენსია გვევლინებოდა.
დიდი ხნის განმავლობაში "იუნაიტედს" დანი ალვეშსა და ნათანიელ კლაინს უკავშირებდნენ, მაგრამ კლუბმა ორივე მათგანი ხელიდან გაუშვა, ალვეშმა ახალი კონტრაქტი მიიღო კლუბისგან, კლაინი კი,დიდი ალბათობით, "ლივერპულის" საკუთრება გახდება.
ამ დროისთვის კი ვან გაალის მთავარი სამიზნე შეამუს კოულმენია, რომელსაც სხვადასხვა გამოცემები დიდი ხანია "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ. შეამუსი დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ, ერთ–ერთ საუკეთესო შეტევითი პოტენციალის მქონე მარჯვენა მცველად იქცა.
კოულმენი "ევერტონს" 2009 წელს შეუერთდა და მისი ტრანსფერი კლუბს მხოლოდ და მხოლოდ £60,000 დაუჯდა. საუკეთესოდ ჩატარებული 3 სეზონისთვის კი, კლუბმა გასულ ზაფხულს ახალი კონტრაქტით დააჯილდოვა, რითაც მისი 2019 წლამდე შენაჩუნების შანსი მიეცათ.
ვან გაალი 26 წლის მცველის დიდი თაყვანისმცემელია და ფიქრობს, რომ ბრიტანელი კარგად მოერგება 3-5-2 და 4-4-2 სქემებს. ნათელია, რომ "ევერტონს" არ სურს მცველს შეელიოს, რაზეც მცველთან გაფორმებული ახალი კონტრაქტი მიგვანიშნებს, თუმცა "იუნაიტედისთვის" კონკურენციის გაწევა, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ.
espnfc