"მანჩესტერ იუნაიტედის" კრიზისული მდგომარეობის განხილვა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველთვის ითვლებოდა პრესტიჟულ და წარმატებულ კლუბად, კლუბად, რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობს. გუნდის მოთამაშეებმა და ხელმძღვანელობამ მთელი მსოფლიოს ირგვლივ უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი. თუმცა, ახლა დგას საკითხი, ხომ არ გაილია კლუბის დიდება გასულ ორ წელში?
სერ ალექს ფერგიუსონი 25 წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმატების ქვაკუთხედი იყო. შოტლანდიელს შეეძლო გუნდი აეშენებინა აკადემიის მოთამაშეებისგან, ან შეეძინა ფეხბურთელები საზღვარგარეთიდან თუ ეს აუცილებელი იქნებოდა. მაგრამ კლუბის ტრადიციებს ყოველთვის ინარჩუნებდა, შემტევი სტილის მიმდევარი და საკუთარი ფეხბურთელების აღზრდის გარანტორი იყო. სერ ალექსი მრავალი წლის განმავლობაში ახალგაზრდების პროგრესისა და წარმატების შთამაგონებელ წყაროს წარმოადგენდა. ასევე იცოდა კლუბის ახალწვეულებთან მუშაობა. სხვათაშორის, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ აძლევს კლუბს სარგებელს.
გარი პალისტერი და რონი იონსენი, იაპ სტამი და ნემანია ვიდიჩი - ესენი არიან მოთამაშეები, რომლებიც გუნდის ძირითად შემადგენლობაში წარმატებით გამოჩნდნენ მიუხედავად იმისა, რომ იქ სტივ ბრიუსი, ჯონ ო'ში და რიო ფერდინანდი იყვნენ. გუნდის წარმატება შენდებოდა ისეთ მოთამაშეებზე, როგორებიც გიგზი, სქოულზი, ბატი და აკადემიის სხვა კურსდამთავრებულები იყვნენ. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ კანჩელსკისი, ინსი, შარპი, კანტონა. ხოლო თუ 10 ან უფრო მეტი წლით უკან წავალთ, დაინახვთ, რომ მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა სილვესტრი, რონალდუ და ვან ნისტელროი გუნდის გულის ნაწილი იყვნენ.
თუმცა ფერგიუსონიც კი უშვებდა შეცდომებს სატრანსფერო ბაზარზე. ისეთი ფეხბურთელების გახსენება რად ღირს მარტო, როგორიც კლებერსონი, ჯემ ჯემბა, იორდი კროიფი და ბებე არიან. შესაძლოა, ირონიაა, შესაძლოა დასტური, მაგრამ 2007/08 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში სამმა ყველაზე ძვირადღირებულმა შენაძენა (ნანი, ანდერსონი, ჰარგრივსი) მხოლოდ პენალტების სერიაში მიიღო მონაწილეობა.
წავიდა თუ არა სერ ალექსი შესაფერის დროს? იქნებ გააცნობიერა, რომ დიდი მოთამაშეების ეპოქამ უკვე ჩაიარა? ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, სქოულზი. აუცილებელი იყო დიდი გადაწყობა? ასე არ ვფიქრობ. ის ვერ დატოვებდა თავის შვილებს, რომელთაც "სიტის" ფანები დასცინებდნენ, რომ ტიტული მოუგეს, თუნდ მხოლოდ ბურთების სხვაობით. შესაძლოა, ვან პერსიზე დახარჯული 24 მლნ. ფუნტი გუნდს კვლავ დაეხმარა პრემიერ ლიგის მოგებაში.
ალექს ფერგიუსონის ტრიუმფალური წასვლის შემდეგ ესტაფეტა დევიდ მოიესს გადაეცა, შემდეგ კი ლუი ვან გაალს. ფერგიუსონთან ერთად წავიდნენ მისი დამხმარებიიც. შეიძლება, დევიდ მოიესის დანიშვნა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე არ იყო მართებული, მაგრამ ეს ფერგის არჩევანი იყო. მოიესის დამხმარე "იუნაიტედში" გახდა სტივ რაუნდი, რადგან ხალხმა, რომელთაც კლუბის ისტორია იცოდნენ (მაიკ ფელაინი, რენე მალესტინი) კლუბი დატოვეს.
თუ რუნისა და კერიკს მოვაშორებთ შემადგენლობას, ვინღა დარჩება ისეთი, ვინც იცის, რა არის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება? ვის ეცოდინება რას ნიშნავს კლუბის ტრადიციები და "იუნაიტედის" ფეხბურთელობა? რა თქმა უნდა, დროის მსვლელობასთან ერთად ლუი ვან გაალმა გუნდში ავტორიტეტი მოიპოვა, მაგრამ შემტევი ფეხბურთის პერიოდი უკვე გავიდა. ადრე, მიუხედავად სწრაფი გოლისა, გუნდი მატჩის ბოლომდე აგრძელებდა მოწინააღმდეგის ზეწოლას, თანაც ბურთის ფლობაზე აქცენტის ჯიუტად გაკეთების გარეშეც. რუნი - ჩვენი კაპიტანი და ლიდერია, მაგრამ არის კი გუნდში სხვა ასეთი მოთამაშე? სმოლინგი? ჯონსი? შეიძლება, მომავალში გახდნენ ასეთები, მაგრამ ახლა ძალიან შორს არიან გარი ნევილისა და როი კინისგან, რომელთაც ნებისმიერ დროს შეეძლოთ მატჩის მიმდინარეობის შეცვლა.
ალბათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ ზაფხულსაც დახარჯავს ბევრ ფულს ტრანსფერებზე, მაგრამ ახლა ეს აუცილებელია. დი მარიამ მასში ჩადებული ფინანსები ვერ გაამართლა, ფალკაო ნათლად ჩაფლავდა და აჯობა კი ერერამ თავის თანაგუნდელებს? "იუნაიტედის" რამდენი გუნდი მოხვდებოდა "ჩელსის" პირველი გუნდის შემადგენლობაში? ალბათ, უეინ რუნი - ერთადერთი კანდიდატია. კლუბმა ფულის ჭკვიანურად ხარჯვა და ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემა უნდა ისწავლოს. მაკნეირი - ძალიან ხარისხიანი მოთამაშეა, ასევე ტომ ტორპი - მას შანსი აუცილებლად უნდა მისცემოდა.
ნებისმიერი გუნდი, სადაც თამაშობენ ვალდესი, როხო, ოტამენდი, დი მარია, კავანი და გიუნდოგანი გრძნობს თავს ისე, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედი", ან შეიძლება, ასეთი გუნდი უფრო "მანჩესტერ სიტის" ჰგავს? კლუბს, რომელიც ჩემპიონის ტიტულის "შეძენაში" უფრო დებს ინვესტიციას?
სინამდვილეში, ინვესტირება აუცილებელია, მაგრამ ეს სწორად უნდა გაკეთდეს. დეპაი - დიდი პოტენციალის მქონე ახაგალზრდა ფეხბურეთელია; კლაინი შესანიშნავი შენაძენი იქნებოდა. მაგრამ კლუბმა უნდა დაიტოვოს უილსონი, პერეირა, ჯონსი, სმოლინგი, შოუ და ზემოხსენებული მაკნეირი იმისთვის, რომ მათ ირგვლივ აშენდეს გუნდი.
წყარო:
retrounited.com