თბილისი:
მანჩესტერი:
27-06-2015, 20:25
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 1819,
კომენტარები: 7
იორკი: "ვალდესს შეუძლია, დე ხეა ჩაანაცვლოს"
"იუნაიტედის" ლეგენდა ვიქტორ ვალდესში დავიდის ღირსეულ შემცვლელს ხედავს.
იორკი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, დუაით იორკი მიიჩნევს, რომ ვიქტორ ვალდესს შეუძლია, კლუბის პირველი მეკარე გახდეს, იმ შემთხვევაში, თუ მისი თანამემამულე ზაფხულში მადრიდს მიაშურებს.

მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრების მეკარე მადრიდის "რეალის" პირველი სატრანსფერო სამიზნეა და ,დიდი ალბათობით , ის კლუბს დატოვებს, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები რამდენიმე დეტალს შეათანხმებენ.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ "იუნაიტედმა" შეცდომა დაუშვა "ჩელსიდან" ჩეხის არ გადაყვანით, თუმცა მათ არ ეთანხმება იორკი და დარწმუნებულია, რომ ვალდესს ყველანაირი მონაცემი აქვს, რათა კლუბის პირველ ნომრიანი მაისური მოირგოს.

"ვიქტორ ვალდესმა, ალბათ, იცის, რომ მას საკმაოდ კარგი შესაძლებლობა აქვს. ის საკმაოდ გამოცდილია, რადგან თითქმის ყველაფრის მოგება შეძლო თავისი კარიერის განმავლობაში. ის შესაძლოა, სათანადო კანდიდატი იყოს და მეკარის პოზიცია შეავსოს."

"ისევე როგორც პეტერ ჩეხი, ვიქტორიც დე ხეას შემცვლელთა კანდიდატებში შედის, მაგრამ ის ფაქტი, რომ დე ხეა კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედშია" იმაზე მეტყველებს, რომ შეთანხმება კლუბებს შორის ჯერ არ მიღწეულა."
– აცხადებს იორკი Sky Sports–თან ინტერვიუში.

dailymail
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: A.HERRERA
27 ივნისი 2015 21:06
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
არამგონია დე ხეას წასვლის შემთხვევაში ვალდესზე შეაჩერონ არჩევანი, უფრო მაღალი დონის მეკარე გვჭირდება და იმედია მასეთს მოიყვანენ. ჩეხის ტრანსფერს რაც შეეხება, ალბათ თავიდანვე ნათელი იყო, რომ კიდევ ერთ ასაკოვან მეკარეს არ მოიყვადნენ გუნდში. შეიძლება სულ სხვანაირად ყოფილიყო დღეს ყველაფერი და ჩეხიც უკვე ეშმაკი ყოფილიყო მარა ვალდესის აქ ყოფნამ გადაწყვიტა მგონი ჩეხის ამბავი.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
27 ივნისი 2015 21:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არანაირად. ეს უნდა იყოს ბოლო არჩევანი იმ შემთხვევაში, თუ სხვების შეძენა არ მოხერხდება. გამოცდილი რომაა და ასე შემდეგ, მესმის, მაგრამ ერთია იყო ბარსას მეკარე და სულ სხვაა პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვის უკან იცავდე თავს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: gerrard scholes
27 ივნისი 2015 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
შეუძლია ჩანაცვლება ვეთანხმები, მაგრამ რამდენად ღირსეულად ჩაანაცვლებს ეგაა საკითხავი :დ
0
№4
ავტორი: kantona-7
27 ივნისი 2015 22:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არც ისეთი ბანძია მართლა აქრო იწერება ვალდესზე...ჩემიაზრით თუ ლორისს ვერყიდულობენ არაუსავს ვინმე ახალგაზრდა მეკარე იყიდონ რომელიც კონკურენციას გაუწევს ვალდესს და თუამოაგდოხო მთლად უკეთესი....თუმცა რამდენი დამეთანხმებით ეგარვიცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: GeorgeBest
28 ივნისი 2015 01:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არანაირად, ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება ეს იქნებოდა
0
№6
ავტორი: temo-scholes
28 ივნისი 2015 11:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Sxvatashoris vinc barsas tamashebs uyurebda bolo 2 sezoni kargad yumarobda viqtori... Ise ki me freizer forsteri minda satonidan...:)
0
№7
ავტორი: Mufc7
28 ივნისი 2015 18:37
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
თითქმის ყველაფრის მოგება თუ შეძლო თავისი კარიერის განმავლობაში და გამოცდილია, გასაგებია, მაგრამ ეგ არ გვაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას და იმაზე ფიქრის უფლებას, რომ ''იუნაიტედისთვის'' სათანადო კანდიდატია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top