რიო ფერდინანდს მიაჩნია, რომ სერხიო რამოსი "მანჩესტერ იუნაიტედს" მადრიდის "რეალისგან" გაუმჯობესებული კონტრაქტის მისაღებად იყენებს.
29-წლის მცველი ოთხაშაბათს კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა, რათა კონტრაქტში არსებული მისთვის მიუღებელი პირობები განეხილა.
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა ხორდი მაიომ განაცხადა, რომ მას რამოსის ყიდვა შესთავაზეს, თუმცა მშვენივრად აცნობიერებს, რომ ამის შანსი არ აქვს და მას მხოლოდ გამოიყენებდნენ.
მიუხედავად ამისა, "იუნაიტედი" მსოფლიო ჩემპიონისა და ევროპის 2-გზის ჩემპიონის გადაბირებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ფერდინანდს მიაჩნია, რომ ეს არ მოხდება.
"რამოსი "მანჩესტერ იუნაიტედში"? ეს არ მოხდება. ის "იუნაიტედში" არ გადავა. რამოსი "რეალის" ფეხბურთელია და ახალ კონტრაქტს მიიღებს. შესაძლოა, აგენტი მხოლოდ იმიტომ ავრცელებს მისი წასვლის შესახებ ჭორებს, რომ "რეალს" უკეთესი კონტრაქტი დასტყუოს, ბოლო მომენტში კი ფეხბურთელი პირობებს დასთანხმდება".
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც "იუნაიტედს" უკავშირებენ, ბასტიან შვაინშტაიგერია.
"მახსოვს, "იუნაიტედში" ვიყავი, როცა ჭორები დაირხა რომ, ის მოდიოდა. რომ მას უყვარდა ეს კლუბი და თავის მომავალს "მანჩესტერ იუნაიტედში" ხედავდა, შემდეგ კი "ბაიერნთან" ახალ კონტრაქტს აწერს ხელს.
იგივეს ვფიქრობ რამოსთან დაკავშირებით. აუცილებლად ასე არ ხდება, მაგრამ ხალხი ირგვლივ გავრცელებულ ხმებს იყენებს, რათა უკეთესი რამ მიიღოს.
შვაინშტაიგერი რაიან გიგზისა და სტვივენ ჯერარდის ტიპის მოთამაშეა. ის ერთი კლუბის კაცია და ვფიქრობ, კარიერას "ბაიერნში" დაასრულებს".