"ატლეტიკო მადრიდის" თურქი ვარსკვლავი, არდა თურანი საბოლოოდ ზაფხულში კლუბს გამოიცვლის – იტყობინება AS.
ფეხბურთელის მომავალზე მისმა აგენტმა განაცხადა. ესპანური გამოცემის მტკიცებით, ისინი დაუკავშირდნენ თურანის აგენტს აჰმედ ბულუტს და მისი კლიენტის მომავალზე განცხადების გაკეთება სთხოვეს, მან კი დაადასტურა, რომ არდა კლუბს ნამდვილად დატოვებს.
"ის კლუბის დატოვებას აპირებს ამ ზაფხულს. მისი სურვილია ინგლისში გადაბარგდეს და პრემიერ ლიგაში ითამაშოს. ეს ის ადგილია, სადაც მას კარიერის გაგრძელება სურს."
"მისი გამოსყიდვა "ატლეტიკოსგან" ადვილი არ იქნება, რადგან მისი ღირებულება დაახლოებით €41 მილიონს შეადგენს. ამჟამად მოლაპარაკებები 3 კლუბთან მიმდინარეობს. მე არ შემიძლია მათი სახელების თქმა, თუმცა გეტყვით, რომ ისინი ინგლისისა და ევროპის საუკეთესო კლუბები არიან" – აცხადებს ბულუტი.
Gazzetta dello Sport–ის მტკიცებით თურანის ტრანსფერში ფავორიტი "იუნაიტედია", მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებს AS და ფავორიტად "ჩელსის" ასახელებს.
თურანი ერთ–ერთი საიკეთესო თურქი ფეხბურთელი გახდა, მას შემდეგ რაც "გალათასარაის" რიგები დატოვა და 2011 წელს "ატლეტიკოს" €12 მილიონად შეუერთდა.