შემოგთავაზებთ 5 მოთამაშეს ასაკობრივი გუნდებიდან, რომლებიც წინასასეზონო ტურნეზე პირველ გუნდთან ერთად აუცილებლად უნდა იყვნენ.
ანდრეას პერეირათუკი ვან გაალი, მომავალ სეზონში, აპირებს პერეირას სათამაშო დრო მისცეს, მაშინ იგი აუცილებლად უნდა წაიყვანოს ტურნეზე. ანდრეასი სულ რამდენიმე დღის წინ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებოდა, სადაც ფინალურ შეხვედრაში, მარცხის მიუხედავად ფანტასტიური გოლი გაიტანა.
მიუხედავად საერთაშორისო ტურნირისა, პერეირა თავისუფლად მოახერხებს დასვენებას და ძალების აღდგენას 13 ივლისამდე, სწორედ ამ რიცხვში გაფრინდება "იუნაიტედი" შტატებში. შესაძლოა ბრაზილიელი მომავალ სეზონში სხვა კლუბშიც ვიხილოთ არენდის წესით, თუმცა თავად მოთამაშე ძალიან ამბიციურია და ყველანაირად ეცდება თავი წარმოაჩინოს.
ბენ პირსონიპირსონმა გასული სეზონი "ბარნსლიში" გაატარა და საკმაოდ კარგადაც იასპარეზა.
მან ჯერ ვერ მოახერხა ძირითად გუნდში სადებიუტო შეხვედრის გამართვა, თუმცა მას ძალიან წაადგა პერიოდი, როდესაც გამოცდილ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა. ამ ეტაპზე ადრეა იმაზე საუბარი, თუ რამხელა შანსი აქვს ბენს და ენდობა თუ არა მას ლუი, ამის გათვალისწინებით სავარაუდოდ მას კვლავ გაანათხოვრებენ.
ენერგიული, მამაცი და დამაჯერებელი - აკადემიის მწვრთნელებს ის ძალიან მოსწონთ. წინასასეზონო ტურნე ვან გაალს დაანახვებს არის თუ არა პირსონი ის მოთამაშე, რომელიც მას გამოადგება.
დონალდ ლავიმარჯვენა მცველის პოზიცია, ერთ-ერთი სუსტი წერტილია ვან გაალის "იუნაიტედში". როგორც ჩანს ჰოლანდიელი რაფაელს არ სწყალობს, ხოლო ვალენსია, რომელმაც თითქმის მთელი სეზონი დაცვის მარჯვენა ფლანგზე ითამაშა, ჯერ კიდევ ვინგერად ითვლება.
დონალდ ლავი სამკაოდ კარგად გამოიყურებოდა ხსენებულ პოზიციაზე, 21-წლამდელთა გუნდში და ოქროს მედალიც დამსახურებულად მიიღო.
მართალია იგი გაბარიტებით და ძალით ვერ დაიკვეხნის, თუმცა ეს სულაც არ არის კატასტროფა, რადგან მას მხოლოდ დეკემბერში შეუსრულდა 21 წელი. იგი სწრაფად და აქტიურად მიდის წინ, თუმცა არც უშუალო მოვალეობა ავიწყდება. არის იმის შანსიც, რომ იგი ერთადერთი ნომინალური მარჯვენა მცველი იყოს, როდესაც "იუნაიტედის" თვითმფრინავი სიეტლში დაჯდება.
ჯო როტუელიჯოს ტრავმებმა განვითარებაში ხელი შეუშალა, თუმცა მიუხედავად ამისა ვინც უყურეთ "იუნაიტედსა" და "სიტის" ახალგაზრდებს შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც 4-0 "წითლების" გამარჯვებით დასრულდა, შეამჩნევდით რომ ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერია.
როტუელი ძალიან კარგად მოქმედებს ბურთით, გააქვს ლამაზი გოლები და დაჯილდოებულია პასის ნიჭითაც. იგი მხოლოდ 20 წლისაა და რეგულარულად ხვდებოდა ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებში.
როგორც პირსონი, ასევე როტუელი ჯერ მზად არ არის სრულფასოვნად დამკვიდრდეს ძირითად გუნდში. მან გასულ სეზონში რამდენიმე თვე ბლექპულში დაჰყო და შესანიშნავი მატჩებიც ჩაატარა, შესაძლოა ის კიდევ ერთხელ გაანათხოვრონ, რათა სათამაშო პრაქტიკა მიიღოს, თუმცა ურიგო არ იქნება შტატებში მისი ნახვა და ძირითად გუნდთან ერთად ასპარეზობა.
აქსელ ტუანზებეროგორც წესი "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბი ერიდება 18-წლამდე ბიჭების წინასასეზონო ტურნეზე წაყვანას, თუმცა აქსელისთვის, რომელიც წლის საუკეთესო ჭაბუკად დასახელდა, ეს ერთგვარი ჯილდო იქნება.
აკადემიის მწვრთნელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, ტუანზებე როგორც დაცვის ისე ნახევარდაცვის ცენტრში მოქმედებს. მან უკვე გადადგა წინ ერთი ნაბიჯი და 21-წლამდე გუნდში ითამაშა, სადაც სრულაც არ გამოიყურებოდა დაკარგულად. მისი სახით "იუნაიტედს" ძალიან კარგი მცველი ეზრდება.