გარი ნევილი აცხადებს, რომ ჯეიმი კარაგერს პაულინიოზე დადებული სანაძლეო მოუგო, ამის შემდეგ კი "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილის ძველი მაისური უნდა მოირგოს, რომელსაც ინგლისელი "მანჩესტერ იუნაიტედში" ატარებდა.
კარაგერმა იწინასწარმეტყველა, რომ "ტოტენჰემის" ნახევარმცველი, პაულინიო სეზონში 15 გოლს გაიტანდა, ნევილი კი ამაში არ ეთანხმებოდა.
შედეგად, ორმა ყოფილმა მცველმა სანაძლეო დადეს, რომლის პირობა შემდეგი იყო: ვინც წააგებდა, მოწინააღმდეგის ყოფილი გუნდის მაისურს მოირგებდა.
სანაძლეო კი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მარჯვენა მცველის გამარჯვებით დასრულდა.