შესაძლოა, "იუნაიტედმა" დაცვის პრობლემა ტრანსფერის გარეშე გადაჭრას.
ლუი ვან გაალი მარჯვენა მცველის ძიებაშია და ტოპ კლასის ფეხბურთელის დამატებას ცდილობს, თუმცა სავსებით შესაძლებელია მისი არჩევანი "იუნაიტედის" 22-წლის ურუგვაელი მცველი, გილერმო ვარელა გახდეს და მომავალ სეზონში, პირველ გუნდს თავისი თამაშით სარგებელი მოუტანოს.
Daily Mail–ის მტკიცებით, ახალგაზრდა მცველს "რეალ მადრიდ კასტილიაში" არენდით ყოფნისას ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ, ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ადგილი მოიპოვოს.
"იუნაიტედის" გულშემატკივრებს ასევე უჩნდებათ კითხვა, თუ რატომ არ უწევს ჰოლანდიელი ბოსი "ლივერპულს" კონკურენციას ნათანიელ კლაინის ტრანსფერზე, რადგან მას თავისუფლად შეუძლია £12.5 მილიონიანი შეთავაზების გაუმჯობესება. სავსებით შესაძლებელია, რომ ვარელა ვან გაალის გეგმების ნაწილი იყოს და ეს ფაქტი ამგვარად ავხსნათ.
ურუგვაელი მცველი "იუნაიტედს" 2013 წელს, ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრებში შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ შეუერთდა £2.5 მილიონად და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სწორედ იმ ზაფხულს, როდესაც დევიდ მოიესმა სერ ალექსი ჩაანაცვლა.
სამხრეთ ამერიკელმა 2014/15 წლების სეზონი "რეალ მადრიდ კასტილიაში" გაატარა, მას შემდეგ რაც ზინედინ ზიდანის ყურადღება მიიქცია. 33 შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და დიდი გამოცდილებაც მიიღო.
მისი კარგად ჩატარებული მატჩები ვან გაალს იმის საშუალებას აძლევს, რომ პრობლემა, რომელიც მარჯვენა მცველთან დაკავშირებით არსებობს საბოლოოდ მოაგვაროს. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ იგი მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველ გუნდში სათამაშოდ.
წყარო:
givemesport.com