თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2015, 14:54
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1893,
კომენტარები: 9
დაუჯერებელი სატრანსფერო ისტორიები
"მანჩესტერ იუნაიტედის" გრძელ და მრავალფეროვან ისტორიაში ყოფილა ბევრი უცნაური ამბავი ტრანსფერებთან დაკავშირებით, რომელთა დაჯერებაც ძალიან რთულია.
დაუჯერებელი სატრანსფერო ისტორიები
ფეხბურთელის სხვა გუნდიდან გადმოყვანა ყოველთვის რთული პროცესია, ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გადაწყვეტაა საჭირო, სანამ ფეხბურთელი კონტრაქტს ხელს მოაწერს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" გრძელ და მრავალფეროვან ისტორიაში ყოფილა ბევრი უცნაური ამბავი ტრანსფერებთან დაკავშირებით, რომელთა დაჯერებაც ძალიან რთულია. განსხვავებით თანამედროვე პერიოდისა, როდესაც გულშემატკივრებს შეუძლიათ, ტრანსფერის შესახებ ყველა მცირე დეტალი გაიგონ სხვადასხვა მედია საშუალებებით.

ნაყინით დაწყებული, ჩაის გამყიდველისთვის ხურდის დატოვებით დამთავრებული, გთავაზობთ "სატრანსფეროს სიების" მორიგ სერიას, სადაც 5 ყველაზე უცანურ ტრანსფერზე მოგითხრობთ...

ალბერტ პეიპი: "ორი კლუბი, ერთი დღე" (1925) - 18 ჩატარებული მატჩით და 5 გატანილი გოლით, ალბერტ პეიპის "მანჩესტერული" კარიერა ნამდვილად არ შეიძლება განსაკუთრებულად ჩაითვალოს, თუმცა ძალიან საინტერესოა მისი გაფორმების ისტორია. მისი დებიუტის დღეს, 1925 წლის თებერვალში, პეიპი ჯერ კიდევ "კლაპტონ ორიენტსის" ფეხბურთელი იყო, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" სათამაშოდ ემზადებოდა. მაგრამ, სანამ სტუმართა გუნდი ლონდონს დატოვებდა, კლუბის ხელმძღვანელები უკვე მის ტრანსფერს აგვარებდნენ. საფეხბურთო ასოციაცამ ტრანსფერი ოფიციალურად მაშინ გააფორმა, როდესაც ალბერტი მის უკვე ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად მანჩესტერში მიემგზავრებოდა, საბოლოოდ, ფეხბურთელმა მატჩი "იუნაიტედის" მაისურით დაიწყო, მან დებიუტშივე მოახერხა გოლის გატანა და "იუნაიტედს" გამარჯვება მოუტანა (4-2).

ჰიუგ მაკლენაჰანი: "ნაყინის კაცი" (1928) - როდესაც "იუნაიტედმა" "სტოქპორტ ქაუნთიდან" ჰიუგ მაკლენაჰანი შეიძინა, მწვრთნელის ასისტენტმა, ლუი როკამ 18 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ნაყინით გავსებული საყინულე გადაიხადა. ეს ნამდვილად ჭკვიანური სვლა იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლუი ყველაზე პოპულარული ნაყინის გამყიდველი იყო მანჩესტერში, "ქაუნთის" კი იმ პერიოდში ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მზად იყო, ნებისმიერი რამ მიეღო ფულის საშოვნელად. საბოლოო ჯამში, ფეხბურთელმა "იუნატედში" 10 სეზონი გაატარა, მან 116 თამაშში 12 გოლი გაიტანა და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისთვის გაცემული ინვესტიციები გაამართლა.

ტომი ტეილორი: "შეგიძლიათ, ხურდა დაიტოვოთ" (1953) -"იუნაიტედმა" ტომ ტეილორის სატრანსფერო თანხად 30 000 ფუნტი შეათანხმა "ბარნსლისთან". თუმცა მეტ ბასბის არ სურდა, რომ ახალგაზრდა თავდასმხმელს "30 000-იანი ფეხბურთელის" იარლიყი ჰქონოდა და ეს მისთვის დიდი დატვირთვა გამხდარიყო. ამიტომ, შოტლანდიელმა მასში 29 999 ფუნტი გადაიხადა, ხოლო დარჩენილი 1 ფუნტი მისცა ქალს, რომელიც მაგიდას ჩაით ემსახურებოდა.

"ეს ძალიან ჭკვიანური მოქმედება იყო, რადგან ეს თანხა ისედაც დიდი წნეხი იქნებოდა ისეთი ადამიანისთვის, როგორიც ტომი იყო." - წერს ბასბის ასისტენტი, ჯიმი მარფი თავის ავტობიოგრაფიაში. "იგი საოცრად მორცხვი იყო, ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მის დასარწმუნებლად, რომ საკმარისად კარგი იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" სათამაშოდ. თავიდან მას სახლის დატოვება არ სურდა, იქ ყველა იცნობდა და იგი ბედნიერი იყო "ბარნსლიში" თამაშით. თუმცა მეტ ბასბიმ თავისი შარმით მისი დაყოლიება მოხერხა."

სტან ქროუზერი: "სასწრაფო შენაძენი" (1958) - მიუნხენის ტრაგედიიდან 13 დღის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ემზადებოდა ემოციური დაბრუნებისთვის "შეფილდ უენსდის" წინააღმდეგ. მაშინ სატრანსფერო ამბებს ჯიმი მერფი აგვარებდა, რადგან მეტ ბასბი ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა. საბოლოოდ, ამ ტრანსფერის ფასი 24 000 ფუნტი იყო და "FA"-მ თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მისცა ქროუზერს თამაშის უფლება.

"როცა კონტრაქტს ხელი მოვაწერე, შვიდის ნახევარი იყო, მატჩი კი ერთ საათში იწყებოდა." - იხსენებდა ქროუზერი. "ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა. ჩვენ რამდენიმე წუთში დავტოვეთ სასტუმრო, ჩავსხედით მანქანაში და პოლიციის ესკორტის დახმრებით გავემართეთ "ოლდ ტრაფორდისკენ". ეს გზა არასდროს დამავიწყდება. წარმოიდგინეთ 4 მილი გავსებული ქუჩებით სიარული, ქალაქში ათასობით გულშემატკივარი იყო, რომლებიც ერთი მიმართულებით მიდიოდნენ. პოლიციის მძღოლმა შესანიშნავად იმოქმედა, მის გარეშე სტადიონამდე ვერ მივაღწევდით. ადგილზე რვის 5 წუთზე მივედით, ეს კი საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ გუნდელები გამეცნო და გამომეცვალა."

ლოუ მაკარი: "როგორ გადავაგდე "ლივერპული"" (1973) - 1973 წლის იანვარში, ბილ შენკლისთან შეხვედრის შემდეგ ლოუ მაკარი "ლივერპულში" გადასვლას დათანხმდა. ამის აღსანიშნავად "მერსესაიდელებმა" ის "ბანლისთან" მატჩზე მიიწვიეს მაყურებლის რანგში, თუმცა შემთხვევით მის გვერდით "იუნაიტედის" ასისტენტი მენეჯერი, პედი კრერანდი აღმოჩნდა. პედიმ კი ადვილად მოახერხა ფეხბურთელის გადარწმუნება და, საბოლოოდ, მაკარი "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩნდა.

"პეტმა მკითხა, რა საქმე მქონდა "ენფილდზე" და ვუთხარი, რომ "ლივერპულთან" შევათანხმე პირობები." - იხსნებს მაკარი. "მან არ იცოდა, რომ ხელმისაწვდომი ვიყავი, ამიტომ შესვენების დროს ტომი დოჩერტის დაურეკა. შემდეგ მითხრა, რომ ხელი არაფრისთვის მომეწერა და "ლივერპულის" ნაცვლად "იუნაიტედში" გადავსულიყავი. ბავშვობიდან "სელტიკის" ფანი ვიყავი, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო გუნდი, რომელსაც ინგლისში ვგულშემატკივრობდი, ამიტომ მათთან გადასვლა ვარჩიე. ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა გუნდების იმჟამინდელ სათამაშო ფორმასთან. მაშინ "ლივერპული" საოცარ ფორმაში იყო და ძალიან სწრაფად იხვეჭდა ინგლისის საუკეთესო გუნდის სახელს. "იუნაიტედი" კი გარდამტეხ პერიოდში იყო და სწორედ ამიტომ, დოჩერტის ბევრი ფეხბურთელი სჭირდებოდა. მაშინ უბრალოდ მსურდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნაწილი გავმხდარიყავი."

წყარო: ManUtd.com
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: tupaca
26 ივნისი 2015 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ეს ისტორიები მართლა არ ვიცოდი მადლობა ავტორ, ლოუ მაკარიმ დაგლიჯა :)))
0
№2
ავტორი: AkkRed
26 ივნისი 2015 15:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მაშინ უბრალოდ მსურდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნაწილი გავმხდარიყავი."

ანახეთ ეს სიტყვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება lol
0
№3
ავტორი: Mufc7
26 ივნისი 2015 15:19
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
საინტერესო ისტორიები იყო, მადლობა ავტორს.
ლოუ მაკარი: "როგორ გადავაგდე "ლივერპული""
wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: rezimankunia
26 ივნისი 2015 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Ochen interesna ))
0
№5
ავტორი: Lev
26 ივნისი 2015 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
რას არ აკეთებდნენ ფეხბურთელები რომ იუნაიტედში მოხვედრილიყვნენ, და ეს ვიღაც კვერცხისთავა პოგბები და ლაწირაკი მაჩვები ერთი წელი ვერ ითმენენ და ფეხებს აბაკუნებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№6
ავტორი: RojoDiablo
26 ივნისი 2015 16:56
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ყოჩაღ, გიორგი. როგორც მივხვდი, ხშირად დაიდება მსგავსი რამეები და შენი იმედი გვაქვს.

"იგი საოცრად მორცხვი იყო, ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მის დასარწმუნებლად, რომ საკმარისად კარგი იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" სათამაშოდ.


თავმდაბალი am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: GeorgeBest
26 ივნისი 2015 17:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნაყინებით ყიდულობდა ხალხი ფეხბურთელებს, ეხლა 100 მილიონზე ნაკლებად არავის უშვებენ

რა ქვეყანა დაანგრიეს areyoukiddingme
0
№8
ავტორი: Vodafone
26 ივნისი 2015 18:13
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ისე ეს ტომ ტეილორი მიუნხენში დაღუპულებიდან ერთ-ერთია, 26 წლის იყო. sad sad
0
№9
ავტორი: temo-scholes
27 ივნისი 2015 07:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
General,
+1 magari gaadzre imena...:D erti eg iyo shcdoma da meore sabchota kavshiris dashla xom?:D:D:D

Ise liverpuls oditdanve vachmorebt transferebshi ashkarad...!:)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top