თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2015, 13:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2139,
კომენტარები: 10
"დეპაი გიგზი არ არის, მაგრამ თავისი უპირატესობა აქვს"
მემფის დეპაის თანამემამულე აქებს.
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ პიერ ვან ჰოოიდონკს მიაჩნია, რომ მემფის დეპაი "ოლდ ტრაფორდზე" ვერ აჩვენებს ისეთ ფეხბურთს, როგორიც რაიან გიგზმა შეძლო, მაგრამ მას თავისი უპირატესობები აქვს.

დეპაი ლუი ვან გაალის პირველი შენაძენი გახდა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე და როგორც მოსალოდნელია ის კლუბის შეტევის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად ითამაშებს.

სწორედ ამ ფლანგზე შეძლო რაიან გიგზმა თავისი საოცარი კარიერის მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში კარგი ფეხბურთის ჩვენება, მაგრამ ვან ჰოიდონკი თავისი თანამემამულისგან სრულიად სხვა ფეხბურთს ელოდება.

"ის არ არის ისეთი, როგორიც რაიან გიგზი იყო. დეპაი მარჯვენა ფეხით თამაშობს და მოწინააღმდეგეებში ძვრება. მემფისი ვერ გააკეთებს იმდენ საგოლე გადაცემას, რამდენიც გიგზმა გააკეთა, მაგრამ ის უფრო მეტს გაიტანს. ფიზიკურად და მენტარულად ძალიან ძლიერია.

განვითარებასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები აქვს, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია. დაცემის გარეშე ვერ ისწავლი, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყო, რომ ფეხს არ მოიტეხ.

დეპაი კარგია და მას შეუძლია მხოლოდ უკეთესი გახდეს. ინგლისში უკეთესი გახდება, მაგრამ სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელების მსგავსად დრო უნდა მისცეთ. მემფისი არის ბიჭი, რომელსაც შეუძლია რამე მოახდინოს, გააქვს გოლები და ტერფის გარეთა და შიგნითა მხრიდან შესანიშნავად ურტყამს.

შეუძლია გაიტანოს შორიდან და ახლო მანძილიდან და შარშანდელ "იუნაიტედს" თუ შეხედავთ, მათ დონეს აკმაყოფილებს".


ვან ჰოოიდონკს მიაჩნია, რომ დეპაი ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ კარგ ვითარებაში იმყოფება.

"მოთამაშისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მწვრთნელის ყოლა, რომელიც იცნობს და მისი სჯერა. ვან გაალი დეპაის ეროვნულ ნაკრებში მუშაობის პერიოდიდან იცნობს და იცის, როგორ მიიღოს მისგან სარგებელი. მემფისი სწორად მოიქცა, რომ "იუნაიტედი" აირჩია.

შეხედეთ რადამელ ფალკაოს. არა მგონია, ვან გაალი მისი გულშემატკივარი ყოფილიყო და თავადაც ნახეთ რა მოხდა. მაგრამ ნამდვილად მგონია, რომ ვან გაალი დეპაის გულშემატკივარია".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
26 ივნისი 2015 13:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ძააან ძაან ბევრს აქებენ და არ აწყინოს მერე
0
№2
ავტორი: rezimankunia
26 ივნისი 2015 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Luim ndoba gamoucxoda 100% da unda daamtkicos da daamtkicebs kidec
0
№3
ავტორი: kantona-7
26 ივნისი 2015 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
magari kacia magrad mevaseba da darwmunebulivar gaamarTlebs maniuShi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: GeorgeBest
26 ივნისი 2015 14:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან მაგარი შემტევი დავიმატეთ დეპაის სახით, დი მარიაც როდისმე ხო დაიწყებს თამაშს და ფლანგების პრობლემა მოგვარებული იქნება, მითუმეტეს ორი კარგი ახალგაზრდა გვყავს კიდევ მაგისთვის

საგოლე პასები ამის პლიუსი ნაკლებად არის, მთავარი ისაა რომ შეუძლია თავის თავზე აიღოს თამაში და ერტი ერთზე თავისუფლად მოატყუოს მოწინააღმდეგე. მთავარია უკანა რ აბრუნოს ბურთი ამანაც და სარგებელს დადებს, საგოლე პასებს სხვები იკისრებენ
0
№5
ავტორი: Malboro463
26 ივნისი 2015 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
სტერლინგი ჩახდის ამას
0
№6
ავტორი: Mufc7
26 ივნისი 2015 14:15
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
არ ეპატიება იმედების გაცრუება ახლა. იმდენმა და იმდენჯერ აქო და რა ეპითეტებით აღარ შეამკეს, აუცილებლად უნდა დაამტკიცოს ,რომ ყველა იმ შექებას იმსახურებდა მართლა. ერთი სული მაქვს, ვნახო ეს მოედანზე ჩვენი მაისურით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: Vodafone
26 ივნისი 2015 14:57
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
რა საჭიროა ვაფშე გიგზთან შედარება, ძალიან განსხვავებული ფეხბურთელები არიან.

სათამაშო დროს მიიღებს ნამდვილად, მაგრამ კარგად უნდა გამოიყენოს, თორე კონკურენცია დიდია.
0
№8
ავტორი: rezimankunia
26 ივნისი 2015 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Sterlingi depais babuas tatudac armighirs :D
0
№9
ავტორი: A.HERRERA
26 ივნისი 2015 16:52
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
გამტანი ფეხბურთელი გვჭირდებოდა და მოვიდა კიდეც დეპაის სახით. ჯერ ახალგაზრდაა და თანდათან გაუმჯობესდება იმედია და საგოლე გადაცემებშიც არ მოიკოჭლებს. იანგმა არაფერი იკისროს კიდე და არ ამოაგდოს ძირითადიდან, მაგას რაღა გააჩერებს.
0
№10
ავტორი: RojoDiablo
26 ივნისი 2015 16:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
პესში ვერ ვათამაშე ისე wink

იმედია გამოგვადება და ყველა იმედს თუ არა ძირითადს მაინც გაგვიმართლეს პირველ სეზონში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top