"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერი ადნან იანუზაი იმედოვნებს, რომ 2014/15 წლების წინსასეზონო ტურნეზე თავის უნარებს დიდი გუნდების წინააღმდეგ გამოცდის.
"წითელი ეშმაკები" შარშანდელი წინასასეზონო ტურნეს მსგავსად, წელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც ორი ადგილობრივი გუნდის გარდა "ბარსელონასა" და "პარიზ სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება.
21-წლის ბელგიელი კი, რომელმაც გასულ სეზონში კლუბის რიგებში ყველა ტურნირზე ითამაშა, მატჩების მოდოდინშია.
"ვფიქრობ, "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევა იქნება, რადგან ეს უდიდესი კლუბია. ყველამ იცის, რას წარმოადგენს "ბარსელონა" და იციან "მანჩესტერ იუნაიტედზეც", ასე რომ, დიდებული მატჩი გამოვა.
მათ დიდებული მოთამაშეები ჰყავთ, ფეხბურთი, რომელსაც აჩვენებენ დაუჯერებელია, ამიტომ მოუთმენლად ველოდებით ამ მატჩებში მონაწილეობის მიღებას. კარგი გამოცდილება იქნება.
კარგი გამოცდა გვექნება ასევე პსჟ-ს წინააღმდეგ. ესეც დიდი კლუბია და მათაც დიდებული მოთამაშეები ჰყავთ. მსგავსი გუნდების წინააღმდეგ თამაშს მოუთმენლად ველოდები. ამასთან, ბევრ მცველს არ მოსწონს ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ თამაში", - განაცხადა ბელგიელმა.