"მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოს არის "სათჰემპტონის" ნახევარმცველის, მორგან შნეიდერლინის გადაბირებასთან, რომლის გამოსასყიდი ფასი 24 მლნ. ფუნტი სტერლინგია.
ამ კვირაში, მორგანმა იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხს უახლოეს დღეებში მოაგვარებს. შეგახსენებთ, რომ ფრანგი ნახევარმცველის მიმართ ინტერესს "იუნაიტედის" გარდა, "ტოტენჰემი" და "არსენალი" იჩენენ, თუმცა მორგანის კარიერა სავარაუდოდ "ოლდ ტრაფორდზე" გაგრძელდება, რადგან ლუი ვან გაალი აქტიურად ცდილობს ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერებას რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ჰოლანდიელი ილკაი გიუნდოგანისა და ბასტიან შვაინშტაიგერის გადაბირებასაც ცდილობს.
Daily Mirror-ის თქმით, შეთანხმება მიღწეულია და მორგანი "იუნაიტედთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, როცა დასვენების შემდეგ ინგლისში დაბრუნდება. ინფორმაციის თანახმად, ვან გაალმა უკვე შეასრულა თავისი საქმე და ახლა ჯერი ედ ვუდვორდზეა, რომელიც კონტრაქტის დეტალებზე მუშაობს.