გერმანული მხარე აქტიურად ცდილობს დი მარიას გადაბირებას.
მიუნხნენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გუარდიოლას ნომერი პირველი სამიზნე მიმდინარე სატრანფერი პერიოდში "იუნაიტედის" ვინგერი, ანხელ დი მარია იქნება - იტყობინება Sky Deutschland.
დი მარიას პირველი სეზონი, მიუხედავად კარგი სტარტისა, წარუმატებელი გამოდგა, რამეთუ ანხელი ვერ შეეგუა ინგლისურ გარემოს, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.
ცოტა ხნის წინ, "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არ არის კმაყოფილი, მის მიერ ნაჩვენები თამაშით გასულ სეზონში, რომლის მიწურულსაც დაკარგა ადგილი ძირითად შემადგენლობაში.
გუარდიოლა ყველაფერს გააკეთებს არგენტინელის გადასაბირებლად, იმ მოტივით, რომ მიუნხენური კლუბის ვინგერები, არიენ რობენი და ფრენკ რიბერი უკვე 30 წელს გადაცილებულები არიან. ჭორების მიხედვით, გერმანული კლუბის სკაუტები აქტიურად ადევნებენ თვალს ანხელს, რომელიც კოპა ამერიკის ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას.
თუმცა, SkySports იუწყება, რომ "იუნაიტედი" არ აპირებს დი მარიას გაყიდვას და მზად არის დაბლოკოს "ბაიერნის" ნებისმიერი მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იქნება ანხელ დი მარიას ტრანსფერთან.
წყარო:
Fapl.ru