თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2015, 23:45
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2260,
კომენტარები: 6
როგორ განლაგდება "იუნაიტედი" შვაინშტაიგერთან ერთად?!
გთავაზობთ ვარიანტებს, თუ როგორი სქემით შეძლებს "იუნაიტედი" განლაგებას შემდეგ სეზონში შვაინშტაიგერთან ერთად.
როგორ განლაგდება
"მანჩესტერ იუნაიტედმა" წლევანდელი სატრანსფერო ფანჯარა ჰოლანდიიდან მემფის დეპაის გადმოყვანით დაიწყო, თუმცა ფაქტია, რომ შემდეგ სეზონში ტიტულისთვის საბრძოლველად ეს საკმარისი არ იქნება.

კლუბს უკვე რამდენიმე წელია აკლია სტაბილური ცენტრალური ნახევარმცველი, ასეთ ვარიანტად კი წელს ბასტიან შვაინშტაიგერი განიხილება. გამოცემა "Mirror"-ის ინფორმაციით, "იუნაიტედი" ძალიან ახლოსაა მიუნხენის "ბაიერნიდან" გერმანელი ნახევარმცველის გაფორმებასთან 7,5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ. "იუნაიტედის" მწვრთნელი, ლუი ვან გაალი კარგად იცნობს შვაინშტაიგერს, სწორედ ჰოლანდიელმა გადაიყვანა იგი ვინგერის პოზიციიდან ცენტრალურ ზონაში.

ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ვარიანტები, თუ როგორი სქემით შეძლებს "იუნაიტედი" განლაგებას შემდეგ სეზონში შვაინშტაიგერთან ერთად.

ვარიანტი 1: 4-3-3

როგორ განლანგდება "იუნაიტედი" შვაინშტაიგერთან ერთად?!


ვან გაალი თავისი მწვრთნელობის პერიოდში ხშირად მიმართავდა 4-3-3 სისტემით განლაგებას. გასულ სეზონში "იუნაიტედმა" სწორედ ამ სქემით მოახერხა უმნიშვნელოვანესი მატჩების მოგება "ტოტენჰემის", "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ.

ეს ტაქტიკა გუნდს საშუალებას აძლევს კარგად განაწილდეს მთლიან მოედანზე, ასევე ბურთით მყოფ ფეხბურთელს მრავალ ალტერნატივას უქმნის პასის გასაკეთებლად. წინა სეზონში "იუნაიტედის" ბურთის ფლობა არც ისე წარმატებული იყო, თუმცა შვაინშტაიგერს შეუძლია ბურთი კარგად გაანაწილოს მთელ მოედანზე და მომენტები შექმნას.

გერმანელისა და მაიკლ კერიკის დახმარებით "იუნაიტედი" თავისუფლად შეძლებს ბურთის კონტროლს მატჩების უმრავლესობაში, მათი შეთამაშება ასევე დი მარიას მისცემს საშუალებას თავისი საუკეთესო თამაში აჩვენოს. მადრიდში გატარებულ ბოლო სეზონში არგენტინელი სწორედ ამ პოზიციაზე მოქმედებდა და მისი ბურთის სწრაფად ტარების უნარი გახდა მეათე ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მიზეზი.

მემფის დეპაი, თავისი სწრაფი დრიბლინგებით შეძლებს მოწინააღმდეგის დაცვის დაშლას, ხოლო ხუან მატას ჭკვიანური მოძრაობები "იუნაიტედის" შეტევისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, როგორც ეს გასულ სეზონში იყო.

ვარიანტი 2: 4-4-2 "დაიმონდი"

როგორ განლანგდება "იუნაიტედი" შვაინშტაიგერთან ერთად?!


ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა სპეციალისტმა გასულ სეზონში "დაიმონდ" სტილის განლაგებაც სცადა, შვაინშტაგერი კი ამ სქემას უფრო დიდ კონტროლს შესძენს.

ის თავისუფლად შეიძლება იქნას გამოყენებული სხვადასხვა ტაქტიკურ მონახაზზე გადასასვლელად. ვან გაალთან და გვარდიოლასთან შეძენილი გამოცდილებით, გერმანელს თავისუფლად შეუძლია მის გარშემო მყოფი ფეხბურთელების ორგანიზება მოახდინოს და ყველა ღია ზონა დაფაროს.

ამ წყობის ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ ფლანგისკენ მოთამაშე ფეხბურთელები ვალდებულები არიან კარგ ფიზიკურ ფორმაში იყვნენ, რადგან მათზე დიდი დატირთვა მოდის. შვაინშტაიგერი კი შემდეგ სეზონის დასაწყისში უკვე 31 წლის იქნება და საეჭვოა გაუძლებს თუ არა გერმანელი ამ დატვირთვას.

ვარიანტი 3: 3-5-2

როგორ განლანგდება "იუნაიტედი" შვაინშტაიგერთან ერთად?!


ასეთი წყობით ვან გაალის გუნდმა სეზონის საშინელი სტარტი აიღო, თუმცა შვაინშტაიგერს გვარდიოლას გუნდში რამდენიმეჯერ აქვს ნათამაშები ამ სისტემით და კარგად იცის რა მოეთხოვებათ ნახევარმცველებს იმისათვის, რომ ეს სქემა წარმატებულად იქნეს გამოყენებული.

მისი და კერიკის წყვილი კარგი ფუნდამენტს შექმნიან შემტევი ფეხბურთელებისთვის, თუმცა სისწრაფე ამ წყვილის მთავარი სისუსტე იქნება.

სამაგიეროდ, შეტევის სისწრაფით და ენერგიით უზრუნველყოფა შეუძლიათ ანტონიო ვალენსიასა და ეშლი იანგს, რომელთაც გასული სეზონი მათთვის არც ისე ნაცნობ პოზიციებზე გაატარეს.

რაც შეეხება თავდასხმის ხაზს, დი მარიას, მემფის დეპაისა და უეინ რუნის შესაძლებლობების ნარევი ლეტალური იქნენა ნებისმიერ გუნდის დაცვისთვის.

როგორ განლანგდება "იუნაიტედი" შვაინშტაიგერთან ერთად?!
შვაინშტაიგერის შედარება "იუნაიტედის" ნახევარმცველებთან


გასული სეზონის გათვალისწინებით, "იუნაიტედისთვის" ყველაზე წარმატებულად შეგვიძლია 4-3-3 წყობა ჩავთვალოთ. შვაინშტაიგერს კი შეუძლია ეს განლაგება უფრო სრლყოფილი გახადოს.

თამაშის წაკითხვის და შესანიშნავი გადაცემების უნარს დამატებული მისი გამარჯვებულის მენტალიტეტი, ნამდვილად ჭკვიანური მატება იქნება გუნდისთვის, გარდა ამისა მას თავისუფლად შეუძლია ადაპტაცია მოახდინოს სხვადასხვა სისტემაზე.

საერთო ჯამში, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველის დამატებით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მნიშვნელოვნად გაძლიერდება და სერიზულ განაცხადს გააკეთებს სატიტულო რბოლაში.

წყარო
სიახლეები, სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
26 ივნისი 2015 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
კერიკი? ცენტრში ორი ერთნაირი სტილის ფებხურთელი რა საჭიროა ტან სისწრაფე ორივეს დაკარგული აქვს. ამას თუ იყიდიან მაიკლს მოუწევს სკამზე ჯდომა ტან დროა უკვე ვინმემ შეცვალოს.
მოდრიჩი-ინიესტას სტილის ფეხბურთელი გვჭირდება ბურთის დამჭერი
0
№2
ავტორი: bziki
26 ივნისი 2015 00:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ნუ კერიკი დაბერდა გასაგებია და ყველა თამაშს ვერ ითამაშებს მაგრამ როცა შეეძლება ითამაშებს და ვინც გინდა მოიყვანონ კერიკი სკამზე ვერ დაჯდება, არც ერერას დასმა იქნება სწორი, შნეიდერლინი მიტოა კარგი ვარიანტი რო შედარებით მშვიდ თმაშებში კერიკს დაასვენებს და ტრამვის შემთხვევაშიც დაგვაზღვევს, არც შნეიდერლინი იქნება უსაქმოდ საკმაოდ ბევრი თამაში მოუწევს ეპლში,თასებზე, კერიკი რომც არ დაიმტვრეს მაინც.

ბასტიანი არაა ტიპიური ჩამშლელი ეგ რო ყოფილიყო ტიპიური ჩამშლელი ლამს არ დააყენებდა მანდ გვარდიოლა,არც გვარდიოლამდე თამაშობდა შამშლელს, მარტინესი ყავდათ,გასაჭირში შეუძლია მაგრამ წინ უფრო სასარგებლაოა.8 მილიონად იასნია იდეალური რტანსფერი გამოვა მაგრამ ვისაც გინია რო მოვა შვაინა და კერიკი დაჯდება სკამზე ცდება
0
№3
ავტორი: GeorgeBest
26 ივნისი 2015 00:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კერიკი და შვაინშტაიგერი რომ იქნებიან გუნდში მოგვარდება ის დიდი პრობლემა რაც ნახევარდაცვას აქვს, მაგრამ ძაან არარეალური მგონია ბასტიანის ტრანსფერი

შნეიდერლინი ყველა ვარიანტშია მოსაყვანი ალბათ
0
№4
ავტორი: Wardell
26 ივნისი 2015 01:27
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Carrick da shwaina ertad cenrshi dzaan svarkaa, herrera uejveli unda iyos dziritadshi da shneiderlinis moyvana mirchevnia im kutxit ro axalgazrdaa bevrad.
0
№5
ავტორი: kantona-7
26 ივნისი 2015 01:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
keriki Shvaina erTad armomwons d
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№6
ავტორი: RojoDiablo
26 ივნისი 2015 09:46
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ერერას ადგილს ვერსად ხედავენ და კერიკს და ბასტიან ერთად ათამაშებენ? დიდ პატივს ვცემ შვაინშტაიგერს და მის შესაძლებლობებსაც მშვენივრად ვაფასებ, მაგრამ მისი დახმარებით შეტევის გაძლიერება კი არა თავდაცვა გვჭირდება. შეტევისთვის მას შეუძლია ერთი პასი გააკეთოს, მაგრამ იქ კი არ უნდა მოქმედებდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top