Sky Sport Italia-ს თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერით, ლუიშ ნანით "ფენერბაჰჩე", "ინტერი" და "იუვენტუსი" ინტერესდებიან. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნანის ტრანსფერი "ფენერბაჰჩეში" უკვე გადაწყვეტილი ამბავი იყო, თუმცა ფაქტია, რომ ჯერ-ჯერობით ის "იუნაიტედის" ფეხბურთელია.
პორტუგალიელი კომენტარის გაკეთებისგან იკავებს თავს და ამბობს, რომ ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ნანი "იუნაიტედს" 2007 წელს შეუერთდა. პორტუგალიელმა ინგლისურ გრანდში 230 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა.
პორტუგალიის ნაკრებში მის ანგარიშზე 85 თამაში და 21 გოლია. ნანის სატრანსფერო თანხა 15 მილიონს შეადგენს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "იუნაიტედი" მზადაა ვინგერი 6 მილიონად დათმოს.