"Sunday Times"-ის ჟურნალისტი დუნკან კასტელსი იტყობინება, რომ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ "მწვანე შუქი" მიიღო იასპერ სილესენის ტრანსფერთან დაკავშირებით.
"აიაქსმა" "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ ისინი მზად არიან ტრანსფერზე მოლაპარაკებების დასაწყებად, თუ ინგლისური კლუბი საკმარის თანხას გადაიხდის. გავრცელებული ინფორმაციით, ამსტერდამული კლუბი მეკარის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს (17,8 მლნ. ფუნტი) ითხოვს.
თავად ფეხბურთელმა კი რამდენიმე დღის წინ საპირისპირო განცხადება გააკეთა: "ვფიქრობ, თუ ეს ტრანსფერი განხილვის საგანი გახდება, "აიაქსის" ხელმძღვანელობა ჩემს შენარჩუნებას შეეცდება. აქედან წასვლა რომ მსურდეს, 2018 წლამდე არ გავახანგრძლივებდი კონტრაქტს. წინა შეთანხმება 2016 წლამდე მქონდა და ეს ძალიან კარგი საშუალება იყო გუნდის დასატოვებლად, თუმცა ამის სურვილი არ მქონდა. ფრანკ დე ბურმა ყველაფერი ნათლად ამიხსნა - ის დაბლოკავს ნებისმიერ წინადადებას ჩემს ტრანსფერთან დაკავშირებით."