ოთხშაბათს საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, "იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის მარჯვენა მცველი, საიდი იანკო ძალიან ახლოსაა "იუნაიტედის" დატოვებასთან, მისი აყვანით ინტერესდება შოტლანდიური "სელტიკი". ჟურნალ-გაზეთებში ვრცელდება განსხვავებული ინფორმაციები - ინგლისური პრესა, The Daily Mail-ის ჩათვლით წერს, რომ ფეხბურთელი ახალ გუნდში გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ხოლო შოტლანდიური პრესის ცნობით, ფეხბურთელი "სელტიკს" არენდით შეურეთდება.
იანკო "იუნაიტედში" 2013 წელს გადაბარგდა "ციურიხიდან", 700 000 ფუნტის სანაცვლოდ. მან პირველივე წელს მოახერხა სარეზერვო გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს აღება. თებერვალში 19-წლის მცველი არენდით გადავიდა "ბოლტონში", სადაც მან 10 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.