"საუთჰემპტონის" ნახევარმცველის, მორგან შნეიდერლინის მომავალ რამდენიმე დღეში გადაწყდება.
ფრანგი ნახევარმცველის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს "ტოტენჰემი", "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენენ, თუმცა რეალური შანსი მხოლოდ უკანასკნელ ორს აქვს, რადგან ფეხბურთელის განცხადებით მისი პრიორიტეტი "ჩემპიონთა ლიგაა".
თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ახალ კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა მისი მომავალი გუნდი არ დაუსახელებია.
"მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში დასრულედება" - განაცხადა ფრანგმა რადიო "France Bleu Alsace"-სთან ინტერვიუში. "სავარუდოდ, "საუთჰემპტონის" წინასასეზონო ტურნეს დაწყებამდე ყველაფერი მოგვარდება."