სერხიო რამოსი "რეალის" დატოვებას აპირებს.
სერხიო რამოსი "რეალის" დატოვებას მიუახლოვდა, "მანჩესტერ იუნაიტედს" კი იმედი აქვს, რომ მცველი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება.
29-წლის მცველის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ესპანელი "იუნაიტედის" მხრიდან გამოჩენილ ინტერესს მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებისთვის აღარ გამოიყენებს.
ისინი აცხადებენ, რომ სერხიო ახალი გამოწვევისთვის მზად არის და იმ ყველაფრის შემდეგ, რაც "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსა და ფეხბურთელს შორის მოხდა, რამოსი კლუბთან ურთიერთობის გაწყვეტას აპირებს.
"იუნაიტედი" მზად არის არსებული მდგომარეობით ისარგებლოს და ზაფხულის მეორე ტრანსფერად სწორედ სერხიო რამოსი აქციოს მემფის დეპაის შემდეგ.
"წითელმა ეშმაკებმა" მიზნისკენ უკვე გადადგეს ნაბიჯი და პირველადი შეთავაზება გააკეთეს 35 მლნ. ფუნტის სახით.
და იმ შემთხვევაშიც კი, თუ "რეალი" ამ შეთავაზებას არ მიიღებს, მოთამაშის წარმომადგენელი პედრო რიესკო რადიო Marca-ს უცხადებს, რომ რამოსი მადრიდში აღარ დარჩება.
"იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, სერხიო რამოსისთვის ძალიან რთული იქნება მადრიდში დარჩენა. სერხიო ამ კლუბის სიმბოლოა. დასამტკიცებელი არაფერი აქვს. მაგრამ მის შესახებ უამრავ რამეს ამბობენ.
მისი სახელის შეურაცხყოფის გამო ბევრ რამეს ამბობენ და ყბედებს, რომლებიც თოჯინებივით იქცევიან, ჰგონიათ, რომ რამოსი კლუბს არ სცემს პატივს და ფულის გამომძალველია", - განაცხადა რიესკამ.
წყარო:
M.E.N.