ფირმინოს გაფორმების შემდეგ, "ლივერპული" კიდევ ერთ ტრანსფერს მიუახლოვდა. საუბარია "საუთჰემპტონის" მარჯვენა მცველ ნათანიელ კლაინზე.
მაისის ბოლოს "ლივერპული" 10 მლმ. ფუნტს ჩამოდიოდა ინგლისელი მცველის სანაცვლოდ, რომელზეც "წმინდანებმა" უარი განაცხადეს. ახლა მერსეისაიდული კლუბი მეორედ ეცდება 24-წლის კლაინის შეძენას, რომლითაც ასევე "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება.
The Telegraph-ის თქმით, "ლივერპული" 10.5 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავს და პლუს 2 მლ. ბონუსის სახით. "ენფილდზე" დარწმუნებულები არიან, რომ ეს თანხა საკმარისი იქნება გარიგების დასასრულებლად. გამოცემის თქმით, ნათანიელს "ლივერპულში" სურს თამაში.
შეგახსენებთ, რომ ნათანიელი უარს აცხადებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომლის ვადა მომდევნო წლის ზაფხულს იწურება. "საუთჰემპტონი" ვერ გარისკავს და ახალგაზრდა ინგლისელს მიმდინარე სატრანფერო პერიოდში გამოეთხოვება, თუმცა კლუბი ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ შეთავაზებული თანხა 15 მლნ. ფუნტზე მეტი იქნება.