თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2015, 10:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2799,
კომენტარები: 11
კარაგერი: "რამოსსა და რუნის ერთნაირი პრობლემა აქვთ"
ჯეიმი კარაგერი "მანჩესტერ იუნაიტედს" რამოსის შეძენისკენ მოუწოდებს.
კარაგერი:
ჯეიმი კარაგერს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვერ შეიძენს უკეთეს მცველს, ვიდრე სერხიო რამოსია.

პრესა ირწმუნება, რომ ლუი ვან გაალი 29-წლის მცველის შეძენას ეცდება და შესაძლოა ის დავიდ დე ხეას ტრანსფერშიც კი ჩართონ.

"მანჩესტერ იუნაიტედს" დაცვის ცენტრალურ პოზიციაზე პრობლემები აქვს, ამიტომ ვან გაალს სიტუაციის გამოსასწორებლად გამოცდილი მცველი სჭირდება. სავარაუდო კანდიდატებად მატს ჰუმელსი, ნიკოლას ოტამენდი და სერხიო რამოსი განიხილებიან, "ლივერპულის" ყოფილ ფეხბურთელს კი მიაჩნია, რომ მათ შორის ესპანელ მცველს ვერავინ შეედრება.

"ცოტა გაკვირვებული ვარ კრიტიკით, რომელსაც რამოსი იღებს. მან ყველაფერი მოიგო, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობს და ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების წევრია, რომელიც კი ოდესმე გვინახავს.

ხანდახან ჭკუიდან გადადის, არის მომენტები, როცა გიჟდება და თამაშებში ზედმეტ ემოციებს იჩენს, ეს მისი პრობლემა ყოველთვის იყო, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ იგივე პრობლემა აქვს უეინ რუნისაც".


კარაგერი: "რამოსსა და რუნის ერთნაირი პრობლემა აქვთ"


"არ მანაღვლებს, იყიდის თუ არა მას "იუნაიტედი", ან იქნება ეს კარგი შენაძენი თუ არა, მაგრამ თუ ის არ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, მაშინ ვინ არის?

თუ მისი ტიტულების რაოდენობა არ იძლევა მისი შექების საბაბს, მე ან პრემიერ ლიგის ნებისმიერ სხვა მცველს რა შანსი გვაქვს?

ვფიქრობ, უპატივცემულობაა - მან ესპანეთის ნაკრებში დაახლოებით 130 თამაში ჩაატარა. თან მიკი მაუსის გუნდში კი არ თამაშობს. გამიგია, რომ ზეწოლას ვერ უმკლავდება და შეცდომებს უშვებს, მაგრამ რომელი მცველი არ უშვებს შეცდომებს?

მადრიდის "რეალის" მსგავს გუნდს უკეთესი მცველის პოვნა რომ შეეძლოს, იპოვიდა, მაგრამ არ შეუძლია. რამოსი ყოველკვირა თამაშობს, მან ყველაფერი მოიგო და ხალხი მაინც აკრიტიკებს.

ტოპ-კლასის ცენტრალური მცველი საშინლად ცოტაა ახლა, წინა წლებს ვერც კი შეედრება. თუ "იუნაიტედი" რამოსს ვერ შეიძენს, ან არც უნდა შეძენა, მაშინ ვისი ყიდვა უნდა?"


წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
25 ივნისი 2015 10:54
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კარგერს გადაეცით სახოებს და იმნაირებს მიხედოს და დაატიოს ერთ ადგილი
0
№2
ავტორი: RojoDiablo
25 ივნისი 2015 11:00
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
რას ერჩი, კაცო. რა თქვა არასწორი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
25 ივნისი 2015 11:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ტვინი წაიღო თავისი გუნდის ტრანსფერები დაიკიდა ჩვენსას დაზდევს
0
№4
ავტორი: rezimankunia
25 ივნისი 2015 11:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Tu araintereseb did a aheidzens emiu tu Ara rato gvirchevs mashin tavis provincial gunds mixedos tavisi rchevebit da analizebit
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 ივნისი 2015 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამას სჯობია ლუზერების მცველებზე ილაპარაკოს და მანჩსესტერი რამოსს იყიდის თუ არა ეგ ჩვენი საქმეა. იცით როგორ ლაპარაკობს??? გეგონება ვან გაალმა არ იცის რამოსი როგორ მცველია და მარტო ამან იცის რაა. არ მომწონს კარაგერის ტონი და ზე ფრაზების სროლა იუნაიტედის მიმართ, თუმცა ლუზერია რა უნდა ელაპარაკო...
0
№6
ავტორი: Mufc7
25 ივნისი 2015 11:46
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
AkkRed,
რა დღეში გაქვს ნერვები:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: chudikone
25 ივნისი 2015 12:26
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სწორი იბაზრა ამჟამანდ ავტოგოლმა fuckthatbitch
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: Count Alucard
25 ივნისი 2015 12:51
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მე საერთოდ აზრი ვერ გამოვიტანე რა უნდა ამ კაცს ან რატო ყოფს ცხვირს სხვის საქმეში, მაგრამ აშკარად შური ამოძრავებს, რომ საუკეთესო ფეხბურთელებს ჩვენ გვიკავშირებენ და არა ლივერპულს.
0
№9
ავტორი: dato321dato
25 ივნისი 2015 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
Amis bazari su mkidia mara ramosi da humelsi ro daitrion dacva iqneba raghaca
0
№10
ავტორი: GeorgeBest
25 ივნისი 2015 14:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შენ ტიტულებით ვისთან უნდა იბლატაო ან რა შანსი უნდა გქონდეს ვინმესთან შენი ავტოგოლა დედა მოვ***
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top