სტივ კლარკის შეგირდები სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებენ, რაც აიძულებს სერ ალექსის გუნდს სრული სერიოზულობით მოეკიდნონ თამაშს.
"ჩვენ უფლება არ გვაქვს მოვეშვათ. მახსოვს, რამოდენიმე წლის წინ ჩვენ "ვესთ ბრომიჩთან" 2–2 ვითამაშეთ.ეს ძალიან რთული მატჩი იყო. ჩვენ მათ წინა სეზონშიც ვეთამაშეთ და ის შერკინებაც არ იყო ადვილი. მათ ერთად ძალიან კარგი გუნდი შექმნეს, რომლის მოგებაც საკმაოდ რთულია." – განაცხადა ევანსმა manutd.com–თან.
იმისდა მიუხედავად, რომ ჯონმა გამოავლინა ბობარდირის ჩვევები, ის დარწმუნებულია, რომ შაბათს გასამართ მატჩზე, მათ დაცვაში უშეცდომოთ უნდა იმოქმედონ:"როდესაც ჩვენ მათ გოლი გავუტანეთ, ამან უფლება მოგვცა გამარჯვების განწყობაზე დავმდგარიყავით. კარგი იქნებოდა, რომ ადრეული გოლი გაგვეტანა, რათა ვიყოთ დარწმუნებულები ჩვენს შედეგში."