"მანჩესტერ იუაიტედის" ლეგენდას, დენის ირვინს მიაჩნია, რომ "ლევის სტადიონი", რომელიც სანტა კლარაში, აშშ-ში მდებარეობს და 25 ივლისს "იუნაიტედისა" და "ბარსელონას" შეხვედრას უმასპინძლებს, ლუი ვან გაალსა და მის გუნდს მოხიბლავს.
"გასაოცარი სტადიონია - წელიწადზე ნაკლებია, რაც აშენდა და წარმოიდგინეთ, რა ხარისხის იქნება. ფანტასტიკური იქნება ამ მოედანზე ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც "ბარსელონაა". არენა 68 ათას მაყურებელს იტევს და აქ შესანიშნავი ატმოსფერო იქნება, რადგან ყველა, ვისაც ლანჩის დროს ვესაუბრე, აღელვებულია "ბარსელონასა" და "სან ხოსე ერტქუეიქის" წინააღმდეგ ჩვენი მატჩებით.
კარგი ტურნე გამოვა შტატების დასავლეთ სანაპიროებზე ყოფნით, შემდეგ კი ჩიკაგოში შეჩერებით. ძალიან კარგად დაიგეგმა. "ბარსელონასა" და პსჟ-ს წინააღმდეგ გასამართი ორი მატჩი, რა თქმა უნდა, კარგი ტესტი იქნება, ასევე გამოგვადგება "კლუბ ამერიკასა" და "სან ხოსე ერტქუეიქის" წინააღმდეგ შეხვედრებიც.
შეერთებული შტატები ღირს სტუმრობად. იქ ფეხბურთი ყოველთვის იზრდება და ჩვენმა კლუბმა უკვე ითამაშა რამდენიმე დიდი მატჩი. ამერიკელ გულშემატკივარს შანსი აქვს, სტადიონზე მოვიდეს და საყვარელი გუნდი იხილოს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სეზონის სტარტზე მოთამაშეები ფორმაში გვყავდეს.
მომდევნო სეზონს მოუთმენლად ველოდები. ვფიქრობ, წინა სეზონი კედელში ქვის ჩამატებას ჰგავდა - გუნდი ხელახლა აშენების პირასაა, მაგრამ მაინც კარგად ითამაშა. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში "წითელი ეშმაკები" უფრო განვითარდებიან და ტიტულისთვის იბრძოლებენ".