ფილ ჯონსის გამორჩეული მომენტები ტურნეზე.
"იუნაიტედის" რომელი ტურნეა შენი ფავორიტი?პირველი, რომელზეც ვიყავი (2011 წელი).
შენი გამორჩეული თამაში?მადრიდის "რეალთან" (2014).
საუკეთესო ქალაქი, რომელსაც ეწვიეთ?ჩიკაგო.
ტურნესგან მიღებული სასიამოვნო გამოცდილება?მომენტი, როცა თეთრ სახლს ვეწვიეთ - უკეთესს ვერც ინატრებ.
წინასასეზონო ვარჯიშის ურთულესი რამ?ეს მხოლოდ ვარჯიში არ არის, დღეც დაკავებულია. ვარჯიშები გვაქვს დილით და შუადღით, ხანდახან კი სარეკლამო საქმიანობასაც ვეწევით. ეს ყველაფერი გამოცდილების ნაწილია.
ტურნეს მსვლელობისას შენი სატელევიზიო/კინო და მუსიკალური არჩევანი რა არის?ახლახან დავიწყე "სკანდალის" ყურება, ასე რომ, ამას დავასახელებ. ჩემი საყვარელი ალბომი კი ძველი სკოლის R’n’B ან ჰიპ-ჰოპი იქნება.
ვინ არის შენი იდეალური ოთახის თანამოზიარე?კრის სმოლინგი.
ამერიკაში ჩასვლის საუკეთესო ნაწილი?გულშემატკივართან შეხვედრა. ფეხბურთისა და "იუნაიტედისადმი" უდიდესი ლტოლვა აქვთ.
საყვარელი ამერიკული სპორტი და რატომ?კალათბურთი. მახსოვს, მამასთან ერთად რამდენიმე წლის წინ იქ ჩავფრინდი, რათა "მაიამი ჰითისა" და "სან ანტონიო სპურსის" თამაში გვენახა, რაც დიდებული იყო.
საყვარელი ამერიკული სპორტული გუნდი და რატომ?"მაიამი ჰითი", ამ კლუბში მოთამაშე კალათბურთელების გამო. ლებრონ ჯეიმსი აღარ ჰყავთ, მაგრამ იქ არიან დუეინ უეიდი და მარიო ჩალმერსი, რომლებიც ასევე დიდი მოთამაშეები არიან.
წყარო:
manutd.com