სერხიო რამოსის თაობაზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რეალს" შეთავაზება გაუკეთა.
პრესის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სერხიო რამოსისთვის მადრიდის "რეალს" 35 მლნ. ფუნტიანი შეთავაზება გაუკეთა.
29-წლის მცველმა კი თავის ამჟამინდელ კლუბს უკვე აცნობა, რომ ზაფხულს გუნდის დატოვება სურს.
ესპანურ გრანდს დავიდ დე ხეას უკავშირებენ, მაგრამ სერხიო რამოსის თაობაზე გაკეთებული შეთავაზება დამოუკიდებელია და ესპანელი მეკარის ტრანსფერთან არავითარი კავშირი არ აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ მცველს წასვლა სურს, "რეალი" მას 46 მლნ. ფუნტზე ნაკლებად არ შეელევა.
რამოსის გამოსასყიდი თანხა 128 მლნ. ფუნტია, მაგრამ როგორც ცნობილია, "რეალი" ფასის დაკლებაზე წავა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოლაპარაკებაში დავიდ დე ხეასაც ჩართავენ.
ესპანეთის ნაკრების მცველმა საკლუბო და სანაკრებო დონეზე ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მაგრამ კლუბთან ხელშეკრულების გაფორმება არ ისურვა, რადგან "რეალის" ხელმძღვანელობა მცველის მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებს.
წყარო:
M.E.N.