მორგან შნეიდერლინმა ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა.
მორგან შნეიდერლინმა უარი განაცხადა "საუთჰემპტონის" მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე და მზადაა ამ ზაფხულს გუნდი დატოვოს.
ფრანგი ნახევარმცველის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს "ტოტენჰემი", "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენენ. წინა ზაფხულს ის ძალიან ახლოს იყო "უაით ჰარტ ლეინზე" გადასვლასთან, თუმცა მაშინ "წმინდანებმა" ყველანაირი შეთავაზება დაბლოკეს.
"საუთჰემტონმა" ერთხელ უკვე სცადა ჩამშლელი ნახევარმცველის შენარჩუნება და მას კვირაში 60 000 ფუნტი შესთავაზა, რაც ფრანგს კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელს გახდიდა. თუმცა შნეიდერლინმა მკაცრად განაცადა, რომ სურს "ჩემპიონთა ლიგაზე" ასპარეზობა.
25 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 24 მილიონი ფუნტი იქნება. ეს თანხა კი შეიძლება აღმოჩნდეს მისი ტრანსფერის მთავარი დამაბრკოლებელი ფატორი.
"არსენალი" შნეიდერლინში გრძელვადიან პერსპექტივას ხედავს, თუმცა ლონდონელებს არ სურთ "საუთჰემპტონის" მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა. იგივე სიტუაციაშიაა "ტოტენჰემიც", კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, დანიელ ლევი აპირებს კარგად შეაფასოს სიტუაცია, სანამ ამხელა თანხას გადაიხდის.
რაც შეეხება "იუნაიტედს", "წითლები" მზად არიან "საუთჰემპტონის" მოთხოვნა დააკმაყოფილონ, თუმცა ჯერ-ჯერბოით ლუი ვან გაალის ნომერ პირველ ტრანსფერად მაინც გერმანელი ბასტიან შვაინშტაიგერი რჩება.
წყარო:
DailyMail