"იუნაიტედის" ნახევარმცველი ანხელ დი მარია გამოტყდა, რომ მას არ მოსწონს ლუი ვან გაალის გუნდში სათადარიგოთა სკამზე ყოფნა, თუმცა განაცხადა, რომ არ აპირებს კლუბის დატოვებას და მზადაა ახლანდელი სიტუაცია გამოასწოროს.
"ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მე მსურს, რადგან სათამაშო დრო არ მაქვს." - ციტირებს დი მარიას სიტყვებს Manchester Evening News. "კლუბში კონკრეტული მიზნებით მოვედი, თუმცა საბოლოოდ სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდი. ძალიან რთულია იმის გადმოცემა, თუ რას ვგრძნობ იქ ჯდომისას."
"თავიდან კარგად დავიწყე, ვიტანდი გოლებს და ვარიგებდი საგოლე გადაცემებს. ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ წითელ ბარათს მივიღებდი. ჩემთვის რთულია იმის ახსნა, თუ რატომ მივატოვე თამაში."
"ვაპირებ თუ არა "იუნაიტედის" დატოვებას? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მადრიდში იყო დრო, როდესაც მთელი სტადიონი მისტვენდა, ამას არ ვმალავ, თუმცა მაშინ სიტუაციის გამოსწორება მოვახერხე."