როგორც გამოცემა "The Guardian" იტყობინება, დღეს დილით "რეალ მადრიდის" სავარჯიშო ბაზაზე ვალდებებასში, გაიმართა შეხვედრა სერხიო რამოსსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის. ამ შეხვედრაზე 29-წლის მცველმა "სამეფო კლუბის" დატოვების სურვილი გამოთქვა და კლუბს მოსთხოვა სხვა გუნდების წინადადებების განხილვა მისი ტრანსფერის თაობაზე.
მადრიდული კლუბი მყიდველისგან არ მოითხოვს რამოსის კონტრაქტის მიერ გათვალისწინებულ თანხას, 128 მილიონ ფუნტს. თუმცა მათ ესპანელი მცველის სანაცვლოდ სერიოზული კომპენსაციის იმედი აქვთ.
ჯერ-ჯერობით, არც კლუბი და არც ფეხბურთელი არ აპირებენ სახალხოდ განცხადების გაკეთებას, თუმცა გამოცემა ირწმუნება, რომ ორივე მხარის პოზიცია ნათელია და არც ერთი არ აპირებს კომპრომისზე წასვლას. კლუბი აღარ შეთავაზებს მცველს ახალ კონტრაქტს, სერხიოს კი თავის მხრივ, არ სურს არანაირი მოლაპარაკების გამართვა ამ საკითხთან დაკავშირებით.
წყარო ასევე იტყობინება, რომ ჯერ მადრიდელებს არც ერთი კლუბისგან არ მიუღიათ წინადადება.