ანხელ დი მარიას აგენტმა უარყო ყველანაირი ინფორმაცია მისი კლიენტის "ბარსელონაში" გადასვლასთან დაკავშირებით. ჭორები ამ ტრანსფერის შესახებ ესპანურმა გაზეთმა "Sport"-მა გაავრცელა.
"FOX Sports" სპორტის ჟურნალისტი კრისტიან მარტინი, რომლის ძირითადი საქმიანობა ლათინო-ამერიკელი ფეხბურთელებია, დაეკონტაქტა დი მარიას აგენტს, რომელმაც ყველა ჭორი უარყო.
"ახლახანს ველაპარაკე დი მარიას აგენტს. მთელი ეს ისტორია სიცრუეა, ყველაფერი გამოცემა "Sport"-ის მოგონილია" - დაწერა მარტინმა თავის "Twitter"-ის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ნახევარმცველმა სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერში" დარჩენის სურვილი ღიად გამოხატა, თუმცა სხვადასხვა გამოცემები მაინც აგრძელებენ მის მომავალზე სპეკულაციებს.