უგო ლორისი დანიელ ლევის მოთხოვნას უყენებს.
L'Equipe ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნემ, უგო ლორისმა გასულ სეზონში "ტოტენჰემთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ შეთანხმებაში შეიტანა პუნქტი, რომლის თანახმად ფრანგს უფლება აქვს დატოვოს ლონდონური კლუბი, თუკი მასში 25 მლნ. ევროს (17.8 მლნ. ფუნტს) ან მეტს რომელიმე კლუბი გადაიხდის.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მეკარე "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნე იქნება, თუ "წითელი ეშმაკების" მოქმედი კიპერი, დავიდ დე ხეა მადრიდის "რეალში" გადაბარგდება.
28-წლის ფრანგმა "დეზებთან" გასულ წელს 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ლონდონურმა გუნდმა მთავარ მწვრთნელს აღუთქვა, რომ მეკარე კლუბს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს.
მაგრამ ლორისს ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში და ლუი ვან გაალს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება აქვს.
უგო 2012 წელს "ლიონიდან" - გუნდი, რომელიც რეგულარულად თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაზე - გადავიდა "უაით ჰარტ ლეინზე" 11.4 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ და მას შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე რეგულარულად თამაშის საშუალება არ მისცემია.
მიმდინარე თვეში კი განაცხადა:
"ჩემპიონთა ლიგა კვლავ რჩება მნიშვნელოვან ტურნირად, ევროპის უმაღლეს დონედ, ასე რომ, რა თქმა უნდა, მინდა იქ მონაწილეობის მიღება და სწორედ ამისთვის ვიბრძვი ყოველდღე".წყარო:
mirror