"მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნე რობერტო ფირმინო "ლივერპულის" ფეხბურთელია და მასში დაახლოებით 40 მლნ. ევრო იქნა გადახდილი.
პრესაზე დაყრდნობით, ლუი ვან გაალს ბრაზილიისა და "ჰოფენჰაიმის" შემტევი ნახევარმცველის საკუთარი გუნდის რიგებში სურდა ხილვა, მაგრამ ფირმინო მომდევნო სეზონიდან "მერსეისაიდელების" მაისურს მოირგებს.
გამომდინარე იქიდან, რომ რაჰიმ სტერლინგის მომავალი ბუნდოვანია, ბრენდან როჯერსს მისი შემცვლელი სჭირდებოდა და 40 მლნ. ევროს სანაცვლოდ რობერტო ფირმინო გადაიბირა.