გარი ნევილი "იუნაიტედს" მოლაპარაკებების ჩაშლისკენ მოუწოდებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მარჯვენა მცველი, გარი ნევილი მიიჩნევს, რომ მისი ყოფილი კლუბი მეკარისა და მცველის გაცვლით შეცდომას დაუშვებს.
ნევილს მიაჩნია, რომ მადრიდის "რეალიდან" სერხიო რამოსის გადაბირება და მის ნაცვლად დავიდ დე ხეასა და დამატებით ფულის გადახდა "იუნაიტედის" მხრიდან მიუღებელი ქმედება იქნება.
29-წლის მცველს მადრიდულ გრანდთან მოქმედი კონტრაქტის მიხედვით მხოლოდ ორი წელი აკავშირებს და კლუბის ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტს არ სთავაზობს.
"რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა კი განაცხადა, რომ რამოსი მადრიდში ბედნიერი არ არის, რადგან ყოფილი მთავარი მწვრთნელის მისამართით ნათქვამი სიტყვების გამო კონტრაქტის მიუღებლობით ისჯება.
რამოსის თანამემამულე დავიდ დე ხეა, რომელსაც მცველის ტრანსფერში ჩართვის კანდიდატად განიხილავენ, ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში "იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელად სახელდებოდა და მადრიდის "რეალი" მისით იკერ კასილიასის ჩანაცვლებას აპირებს.
მაგრამ, სატელევიზიო ექსპერტმა და ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა Twitter-ზე დაწერა:
"პრესა ამბობს, რომ დე ხეა და პლუს 40 მლნ. ფუნტი რამოსისთვის? გთხოვთ, არა! რამოსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს არასწორი იქნება".წყარო:
goal.com