"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა გამართა წინასამატჩო პრესკონფერენცია (შაბათი "მანჩესტერ იუნაიტედი"- "ვესთ ბრონვიჩი") და ისაუბრა ტრავმირებულ ფეხბურთელებზეც. მან განაცხადა, რომ დანი ველბეკი და ეშლი იანგი ითამაშებენ შაბათ გასამართ მატჩში, ხოლო უეინ რუნი და შინჯი ვერ შეძლებს "ვესთ ბრონვიჩის" წინააღმდეგ თამაშს. "მე არ შემიძლია ზუსტი ინფორმაციის მოცემა ტრავმირებულ ფეხბურთელებზე. ჩვენ უნდა ვენდოთ რაიან გიგზს და პოლ სქოულზს, მე მათი იმედი მაქვს."-განაცხადა ფერგიუსონმა manutd.com-თან ინტერვიუში. "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შაბათისთვის მზად იქნებიან დანი ველბეკი და ეშლი იანგი. დენი დაავადდა "ნიუკასლთან" გასამართი მატჩის წინა ღამეს.(4-3) ვფიქრობ, რომ ეს ორი ფეხბურთელი მზად იქნება ხვალისთვის. ყველა ჯამრთელი ფეხბურთელი ახლა ჩვენთვის იმედის მომცემად ითვლებიან. რუნი კიდევ გამოტოვებს 2 მატჩს. გუშინ ის უკვე უკეთესად იყო. ჩვენ გადავხედეთ ფილ ჯონსის მდგომარეობას და ის მზად უნდა იყოს ხვალისათვის. " ფერგიუსონმა ასევე ისაუბრა შინჯი კაგავაზე:"შინჯი დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. მე გადავხედე მის მდგომარეობას და ვფიქობ, რომ მას დავსვამ სათადარიგო საკმზე ხვალ. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ფეხბურთელებისა ეს არის დაღლილობა, რადგან მათ თითოეულ მატჩში დიდი ძალების დაზოგვა უწევთ." შეგახსენებთ, რომ "სანდერლენდმა" დაამარცხა "მანჩესტერ სიტი" რამაც ხელი შეუწყოს "იუნაიტედის" წინ გასვლას 7 ქულით. შემოგთავაზებთ სახალისო ფოტოს:
წყარო:REDEVILS.RU
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.