როგორც უკვე ვიცით "მანჩესტერულმა" კლუბმა შინჯი კაგავა შეიძინა "ბორუსიასგან" 2012 წლის ზაფხულში. მას შემდეგ იაპონელზე "იუნაიტედი" დიდ იმედებს ამყარებს, რასაც თავად კაგავაც კარგად ხვდება, თუმცა ის არც თუ ისეთი შედეგიანია, როგორიც დორტმუნდში იყო. მისი სიტყვების ციტირებას ახდენს "სქაისპორტი": "მე არასდროს მქონია სურვილი მეთამაშა "ბარსელონაში" ან "რეალში" ჩემი სურვილი ყოველთვის პრემიერ ლიგაში თამაში იყო და იქნება, თუმცა, მინდა გავამართლო სერ ალექსის, ჩემდამი ნდობა და ასევე გულშემატკივრების თვალში ცუდად არ გამოვჩდე." კაგავა მთლიანი დატვირთვით ვარჯიშობს "იუნაიტედის" ფეხბურთელებთან ერთად, როგორც უკვე ვიცით მან ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა ფიზიკური ვარჯიშის დროს. კაგავამ ასევე დასძინა, რომ ის სამი წლის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ითამაშებდა "იუნაიტედში." მას ყველა ოცნება აუხდა.