მადრიდის "რეალის" ყოფილი პრეზიდენტი, რამონ კალდერონი მიიჩნევს, რომ სერხიო რამოსი "ბერნაბეუზე" ბედნიერი არ არის.
"მანჩესტერ იუნაიტედი" 29-წლის მცველით ინტერესდება, რომელსაც კონტრაქტის მიხედვით მადრიდულ კლუბთან ორი წელი აკავშირებს.
"სევილიადან" გადასვლის შემდეგ ესპანელმა მცველმა ესპანეთის ჩემპიონატის სამი ტიტული და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ კალდერონს მიაჩნია, რომ კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ რამოსი მადრიდში თავს ბედნიერად არ გრძნობს.
AS ირწმუნება, რომ "რეალი" მცველთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს არ იწყებს, "იუნაიტედი" კი მზადაა ორმაგი ხელფასი შესთავაზოს.
"ნათელია, რომ ბედნიერი არ არის, რადგან პრეზიდენტმა ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები არ დაიწყო. ვფიქრობ, ეს სასჯელია, რადგან რამოსი ანჩელოტის ქომაგია და საჯაროდ განაცხადა, რომ მისი გაშვებით კლუბმა შეცდომა დაუშვა, გარდა ამისა, ის კასილიასსაც აქებს", - განაცხადა "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა.