სერხიო რამოსს არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვდება ოჯახისგან, თუ ზაფხულს "რეალს" დატოვებს და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა, რადგან მამამისი სწორედ "წითელი ეშმაკების" გულშემატკივარია.
სანამ 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის მატჩში "იუნაიტედი" და "რეალი" ერთმანეთს შეხვდებოდნენ, რამოსმა ინგლისური ფეხბურთისადმი მამის სიყვარული არ დამალა:
"მამაჩემი ფეხბურთს ხშირად უყურებდა და როცა პატარა ვიყავი მეუბნებოდა: "აი ასე და ასე თამაშობენ დღეს. აი ამ ფეხბურთელს უნდა დააკვირდე, ან იმ ფეხბურთელს".
როცა ჰკითხეს, ვის ქომაგობდა მამა, რამოსმა უპასუხა: "იუნაიტედს". ჩემი ოჯახი "სევილიას" გულშემატკივარია, მაგრამ მას ყოველთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" ხიბლავდა".
მესიამოვნა, რომ "იუნაიტედი" მოსწონს. თუ ისტორიასა და ფილოსოფიას გადახედავთ, "იუნაიტედი" იგივეა პრემიერ ლიგაში, რაც "რეალი" ესპანეთში. იდეალები, რომელსაც თავიანთ მოთამაშეებს უქადიან, ერთი და იგივეა".