"The Daily Star"-ის ცნობით, "იუნაიტედის" ნახევამრცველი, ნიკ პაუელი მოლაპარაკებებს მართავს კლუბის ხელმძღვანელობასთან, მისი მომავავლის განსახილავად.
პაუელი "ოლდ ტრაფორდზე" "ქრიუ ალექსანდრადან" გადაბარგდა 2012 წელს, მან სადებიუტო მატჩშივე მოახერხა გოლის გატანა, ამის შემდეგ რამდენიმე სეზონი გაატარა არენდით სხვადასხვა გუნდში.
გამოცემა "The Sun"-ის ინფორმაციით, ამჟამად 21-წლის ნახევარმცველის არენდით აყვანა "ნოტინგემ ფორესტს" და "პრესტონს" სურთ. თუმცა თავად ფეხბურთელი ელოდება პასუხს "იუნაიტედის" ხელმძღვანელობისგან იმის შესახებ, აქვს თუ არა მას მომავალი "ოლდ ტრაფორდზე". მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს ინგლისელი გადაწყვეტილებას.
იგივე გამოცემა ირწმუნება, რომ პაუელი საბოლოოდ დატოვებს გუნდს, თუ შეიტყობს, რომ იგი ლუი ვან გაალის გეგმებში არ შედის.