"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ფილ ჯონსი მისი მომავლის შესახებ გავრცელებულ ჭორებს ბოლოს მოუღებს და მიმდინარე კვირაში "იუნაიტედთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
ჯონსი იმავე პირობებს დათანხმდება, რასაც კრის სმოლინგი და ხელფასის სახით კვირაში 80 ათას ფუნტს მიიღებს.
23-წლის მცველს, რომელიც "წითელ ეშმაკებს" 2011 წელს "ბლექბერნიდან" 16 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა, კონტრაქტი მომდევნო წელს ეწურება და მისი მომავალი ბუნდოვანია, რამეთუ ლუი ვან გაალი ახალი ცენტრალური მცველის დამატებას აპირებს.
თუმცა ჯონსს ასევე მარჯვენა მცველად და საყრდენ ნახევარმცველად შეუძლია თამაში, ამიტომ "იუნაიტედი" მასთან განშორებას არ აპირებს.