ლუი ვან გაალი წინასასეზონო ტურნეს მნიშვნელობაზე საუბრობს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მიიჩნევს, რომ წინასასეზონო ტურნე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასა და მის სამწვრთნელო შტაბს მოთამაშეების ვარჯიშისთვის დიდი დრო ეძლევათ.
ვან გაალს ფიტნესისა და სპორტული მეცნიერების მრავალწევრიანი გუნდი ჰყავს, რომლებიც თითოეული ფეხბურთელის ფიტნესის დონეს აკვირდებიან.
მთავარი მწვრთნელი ივლისში გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატებში დააბრუნებს, რათა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მიიღოს მონაწილეობა, სადაც "კლუბ ამერიკას", "ბარსელონას", "პარიზ სენ-ჟერმენსა" და "სან ხოსე ერტქუეიქს" შეხვდება.
ვან გაალი ამბობს, რომ ტურნე მას ასევე საშუალებას მისცემს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე იმუშაოს:
"ყველაზე მნიშვნელოვანი სავარჯიშო საათებია, რადგან ამ დროს ფეხბურთელები გუნდის ტაქტიკურ მონახაზში უნდა გაერკვნენ. ამას გუნდურ შესრულებას ვეძახით და ის ძალიან კარგი უნდა იყოს.
შტაბში უამრავი წევრი გვყავს. ასეთი რაოდენობის შტაბის წევრებთან არასდროს მიმუშავია. მაგალითად, ჩვენ გვყავს დაღლილობის სპეციალისტი, გახურების სპეციალისტი, სიძლიერის სპეციალისტი და ასევე ასისტენტი, იოს ვან დიკი, რომელიც თითოეული მოთამაშისთვის სპორტული მეცნიერების დეპარტამენტის მიხედვით ქმნის პროგრამას".ვან გაალმა, რომელმაც გასული სეზონის ტურნემდე რამდენიმე დღით ადრე ჩაიბარა გუნდი, წელს გუნდის ტურნეს დაგეგმარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მათ შორის, სიეტლსა და სან ფრანსისკო ბეიში ბაზების არჩევაში. ვან გაალმა ასევე მოითხოვა, რომ ჩიკაგოში გასამართ ბოლო მატჩსა და პრემიერ ლიგის პირველ ტურს შორის რამდენიმე დღიანი განსხვავება ყოფილიყო.
"ხელმძღვანელობას ვთხოვე, რომ პრემიერ ლიგაში ჩვენს პირველ მატჩამდე ერთი კვირით ადრე არ გვეთამაშა. გასულ სეზონში "ვალენსიას" ვეთამაშეთ რამდენიმე დღით ადრე, სანამ "სუონსი სიტის" შევხვდებოდით და ეს უკვე მეტისმეტი იყო. სხვათაშორის, დამთანხმდნენ, რომ პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩამდე ერთი კვირით ადრე არ ვითამაშებდით, რადგან ის პირველი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ამჯერად მოგება გვინდა და იმედი მაქვს, კარგ სტარტს ავიღებთ".წყარო:
manutd.com