თბილისი:
მანჩესტერი:
23-06-2015, 02:37
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2209,
კომენტარები: 9
ანდრეას პერეირას ვრცელი ინტერვიუ
"Inside United"-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ბრაზილიელ ნახევარმცველთან.
ანდრეას პერეირას ვრცელი ინტერვიუ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ანდრეას პერეირამ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა. ჯერ კიდევ ტურნირის მიმდინარეობისას "Inside United"-მა მოახერხა მასთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა.

როგორი გამოდგა გასული სეზონი შენთვის და U21-ის გუნდისთვის?

ვფიქრობ, სეზონი ჩემთვის ძალიან კარგად განვითარდა. კმაყოფილი ვარ ყველაფრით, რაც ჩემ გარშემო მოხდა. საერთო ჯამში, ჩვენ კარგად ვითამაშეთ როგორც გუნდმა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

შენ დებიუტი პროფესიონალურ კარიერაში "მკ დონსის" წინააღმდეგ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი მარცხით დამთავრდა, ფიქრობ თუ არა რომ კარგი შეხვედრა ჩაატარე?

კარგი გრძნობა იყო პირველ გუნდში დებიუტი, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი მატჩის შედეგზე. მიუხედავად ყველაფრისა, ამ მარცხიდან მაინც ბევრი რამ ვისწავლეთ.

შენ ახალგაზრდული გუნდის შეუცვლელი წევრი ხარ, როგორ გეხმარებოდნენ ის ძირითადის ფეხბურთელები, რომელთაც შენთან ერთად უწევდათ თამაში?

ბევრი ფეხბურთელი მეხმარებოდა განვითარებაში. ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში და შემდეგ ახალგაზრდული გუნდისთვის იქ შეძენილი გამოცდილების გაზიარება.

პირველი გუნდის რომელმა ფეხბურთელმა გაგიწია ყველაზე დიდი დახმარება?

მაიკლ კერიკმა და ანდერ ერერამ, თუმცა ყველა ცდილობდა რაღაცით დამხმარებოდა. განსაკუთრებით ნახევარმცველები, რადგან ერთი პოზიცია გვაქვს.

შენი თამაში სეზონის განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა, რა არის ამის მთავარი მიზეზი?

ვფიქრობ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ბევრს ვმუშაობდი და ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი ჩემს თავში. "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ნდობას მიცხადებდა და მეხმარებოდა განვითარებაში.

უორენ ჯოისი ყოველთვის ხაზს უსვამს უბურთოდ ვარჯიშის აუცილებლობას. რა გავლენა მოახდინა ასეთმა ვარჯიშის სტილმა შენზე?

ამან უფრო მრავალმხრივი ფეხბურთელი გამხადა. საერთოდ უორენი ყოველთვის დიდ დახმარებას მიწევდა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. იგი დამეხმარა გავმხდარიყავი ის ფეხბურთელი, რომელიც ახლა ვარ.

შენ ბურთთან ერთად შთამბეჭდავი მოძრაობების კეთება შეგიძლია და ამიტომაც კვირეული Trickbox-ის რეგულარული მონაწილე გახდი. რისი დამსახურებაა ეს, ბევრი შრომის თუ ბუნებრივი ინსტინქტის?

მე უბრალოდ მსიამოვნებს ასეთი მოძრაობების შესრულება და იმედი მაქვს ამის კეთებას შემდეგ სეზონშიც გავაგრძელებ.

მამაშენი, შენს მსგავსად პროფესიონალი მოთამაშე იყო, რამდენად გეხმარება ის კარიერაში?

ის ძალიან დიდ დახმარებას მიწევს, რადგან მას გამოცდილება აქვს. მისი მთლიანი ცხოვრება ფეხბურთთან არის დაკავშირებული, ამიტომ ჩემი დახმარება ნებისმიერ მომენტში შეუძლია.

ჩვენ ვნახეთ შენი პოსტი სოციალურ ქსელში: 'შენ იმედგაცრუებული ხარ, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. იშრომე მეტი!'. ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი დამოკიდებულებაა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. კიდევ რისი თქმა შეგიძლია ამის შესახებ?

როცა იმედგაცრუებული ხარ და ფიქრობ, რომ საქმეები ცუდად მიგდის, ვალდებული ხარ თავი ასწიო და მეტი იმუშაო. მხოლოდ ამის შემდეგ გაუმჯობესდება ყველაფერი.

შენი დებიუტი პრემიერ ლიგაში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ შედგა. როგორი გრძნობა იყო "ოლდ ტრაფორდის" სავსე ტრიბუნებების წინ თამაში?

ეს მატჩი ოცნებას ჰგავდა. მსიამოვნებდა ყოველი მომენტი, გარდა ამისა, ამ მატჩში გამარჯვებაც მოვახერხეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ამ მატჩში უქმად ყოფნა ნამდვილად არ მოგიწია. "Opta"-ს რეიტინგით, შენ საშუალო სიჩქარით საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირე მოედანზე. როგორ ემოციებს იწვევდა ეს ყველაფერი შენში?

სიმართლე გითხრათ, როდესაც მოედანზე შემოვედი თავი სიზმარში მეგონა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვიდეო თამაშს ვთამაშობდი, თუმცა მალე შევეჩვიე. მე უბრალოდ მსურდა გუნდს დავხმარებოდი. არ მიფიქრია, რომ დავიღლებოდი, უბრალოდ ვცდილობდი მერბინა რაც შეიძლება სწრაფად.

რამდენად კომფორტულად გრძნობდი თავს ფლანგზე? ფიქრობ თუ არა, რომ შეგიძლია ვინგერის პოზიციაც მოირგო?

მე შემიძლია ვითამაშო ფლანგზეც და ცენტრშიც. ყველაფერი მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული, სადაც ის იტყვის, იქ ვითამაშებ მეც.

და მაინც, რომელი იქნება შენი ძირითადი პოზიცია მომავალში?

ვფიქრობ, შემიძლია კარგი შემტევი ნახევარმცველი გავხდე.

გსურს თუ არა რომელიმე სათამაშო ასპექტის გაუმჯობესება?

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. მაგალითად, ძალიან მინდა შორი და ახლო გადაცემების დახვეწა. თუმცა განვითარება ყველა მხრივ მჭირდება.

რა დროს უთმობ სტანდარტულებზე ვარჯიშს?

ამას ყოველდღე ვაკეთებ, სტანდარტულები ჩემი თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილია.

რა მნიშვნელობა ჰქონდა შენთვის ახალი კონტრაქტის მიღებას?

აქამდე მთელ ყურადღებას ფეხბურთს ვაქცევდი და ბევრს არ ვფიქრობდი ჩემს მომავალზე. თუმცა ახლა უკვე კონტრაქტი მივიღე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. მე ისევ გავაგრძელებ სათამაშო ფორმის გაუმჯობესებას და ვიმედოვნებ, რომ წარმატებულად ჩავატარებ მომავალ წლებს.

შენ რამდენიმე მატჩი გაქვს ჩატარებული ბელგიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში, ამჯერად კი ბრაზილიის U21 გუნდის ღირსებას იცავ. რას ფიქრობ ამის შესახებ?

ძალიან ამაყი ვარ, რომ ბრაზილიის ნაკრების წვერი ვარ.

გყავდა თუ არა რომელიმე ბრაზილიელი კერპი ბავშვობაში?

ყოველთვის მომწონდა კაკა.

რა არის შენი გრძელვადიანი მიზანი? ფიქრობ თუ არა, რომ პირველ გუნდში საკმარისი პრაქტიკა გექნება?

პირველი გუნდის შემადგენლობაში მოხვედრა მოვახერხე. ახლა ბევრი მუშაობა მომიწევს იმისათვის, რომ ძირითადის წევრი გავხდე, ამის შემდეგ ვნახავ, როგორ განვითარდება ყველაფერი.

დაბოლოს, რას ნიშნავს შენთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელად ყოფნა?

ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ძალიან ამაყი ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ. ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი და მიხარია, რომ ოცნება რეალობად ვაქციე.

წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 ივნისი 2015 09:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ბელგიის ნაკრებში რაღა უნდოდა??? belay

მომწონს პერეირას დამოკიდებულება თავისი თავის მიმართ, სულ აღნიშნავს რომ რაც შეიძლება მეტი უნდა იშრომოს. ყველას გვეიმედება ამ ბიჭის და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ იმედებს აუცილებლად გაამართლებს.
0
№2
ავტორი: AkkRed
23 ივნისი 2015 10:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამან დეპაიმ და ლინგაარდმა რომ ერთმანეთს შეუწყონ რამდენი წლიანი სასწაული შემტევეები გვეყოლება love
0
№3
ავტორი: RojoDiablo
23 ივნისი 2015 10:43
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ბავშვს რომ ინტერვიუს ჩამოართმევ და სულ ელემენტარულ რამეებს ამბობს ისე ლაპარაკობს ესეც wink ძირითადში არ ათამაშებდა ბრაზილიაში, მაგრამ იმ ნაკრებს არაფერი ეტყობოდა, რომ პერეირაზე დამოკიდებულია. ესეც ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა როცა შემოდიოდა და ბრაზილიელი ხომ საერთოდ. ფინალი ძალიან მაგარი გამოვიდა, მაგრამ სერბების მეორე გოლს ვინც უყურა, პერეირას ბრალი იყო, 120-ე წუთზე დაღლილი, რა თქმა უნდა, იქნები, მაგრამ როცა მსოფლიო ჩემპიონობა დევს სასწორზე კუსავეთ არ უნდა დასდევდე ფეხბურთელს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Wardell
23 ივნისი 2015 12:10
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
Moxvedi xo gonze da lingardic miatvale januzajis magivrad :D :D kide ramdenn rameshi dametanxmebi jer sad xad :DDDS
0
№5
ავტორი: AkkRed
23 ივნისი 2015 12:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,

მაიცა და როდის არ გეთანხმებოდი ლინგაარდზე რო ? :დ მე იანუზაიზე ნაწილობრივ არ გეთანხმებოდი იმ მხრივ რომ ეხლაც მჯერა მისი განვითარების მაგრამ ჯესი მირჩევნია
0
№6
ავტორი: GeorgeBest
23 ივნისი 2015 14:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კერიკი მაგარი კაცი გვყავს, ყოველთვის საჭიროა გუნდში ეგეთები, დიდი გამოცდილება აქვს უკვე და გაუზიარებს ახალაგზრდებს. პერეირა კერიკის პოზიცია არაა მაგრამ მაინც ბევრ რამეში დაეხმარება დარწმუნებული ვარ

წელს არეული იყო გუნდი, თან არც პერეირა იყო იმ ასაკში რომ პოგბასავით დაეწყო პანიკიორობა, არანაკლები სეზონი დადო ამან მარა კონტრაქტის გაგრძელება არჩია და უფრო მეტად ვაფასებ ამის გამო
0
№7
ავტორი: Esi
23 ივნისი 2015 14:57
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
დაბოლოს, რას ნიშნავს შენთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელად ყოფნა?

ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ძალიან ამაყი ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ. ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი და მიხარია, რომ ოცნება რეალობად ვაქციე.


იმედია 5 წლის მერე სხვანაირად არ "იჭიკჭიკებ" თეთრი მაისურით ხელში :)
0
№8
ავტორი: Goginashvili777
24 ივნისი 2015 15:38
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
იმედია გოგიტ იმედი .... ამან თუ ასე განაგრძო, მალე ძალიან სერიოზული ვინგერი გვეყოლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№9
ავტორი: Macklemore
24 ივნისი 2015 16:36
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძაან მაგარი ბიჭია და იმედია გააგრძელებს პროგრესს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top