ლონდონის "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი, ტიერი ანრი მიიჩნევს, რომ 2012 წელს "იუნაიტედმა" დიდი შეცდომა დაუშვა პოლ პოგბას გასხვისებით.
სამი წლის განმავლობაში პოგბას ფასმა საგრძნობლად მოიმატა და ახლა უკვე 60-70 მილიონ ფუნტს შეაგენს. 22-წლის ფრანგით ისეთი კლუბები ინტერესდებიან, როგორებიც "ჩელსი", "ბარსელონა", "რეალი", "სიტი" და "ბაიერნი" არიან.
ტიერი დარწმუნებულია, რომ 2012 წელს, პოლი იყო საკმარისად კარგი, რათა "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში ეთამაშა.
"როდესაც პოგბა იყო"იუნაიტედის" რიგებში, ის მზად იყო სათამაშოდ. არ ვიცი რა მოხდა, ეს მხოლოდ სერ ალექსმა იცის, თუმცა ჩემი აზრით, პოგბა მზად იყო.
მე ვუყურე მას მსოფლიო ჩემპიონატზე და ახალგაზრდულ ნაკრებში. მე ვხედავდი, რომ მას ჰქონდა რაღაც გასაკუთრებული, სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით.
პოგბა პროფესიონალი ფეხბურთელია. სწორედ ამიტომ, აბსოლუტურად ყველა კლუბს სურს მისი გადაბირება. დარჩება თუ არა "იუვეში"? - არ ვიცი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ვინც პოლთან გააფორმებს ხელშეკრულებას, ის მიიღებს საოცარ ფეხბურთელს." - განაცხადა ანრიმ Goal.com-თან ინტერვიუში.