ვან გაალი კვლავ ნახევარმცველის ძიებაშია.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, £18.5 მილიონი გაიღოს რომის "ლაციოს" არგენტინელი ნახევარმცველის, ლუკას ბილიასთვის, რომლის დახმარებითაც ლუი ვან გაალი მოედნის ცენტრალური ხაზის გაძლიერებას ეცდება.
ჰოლანდიელი მწვრთნელი წინა სეზონში დეილი ბლინდსა და მაიკლ კერიკზე აკეთებდა არჩევანს. ბილიას "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების შემთხვევაში კი, იგი შესაძლოა, მისი პირველი არჩევანი გახდეს.
იტალიური გამოცემების თანახმად, 29 წლის არგენტინელის აგენტს სურს, რომ მის კლიენტს ისეთი კონტრაქტი ჰქონდეს, რომლითაც სეზონის განმავლობაში £1.8 მილიონის გამომუშავებას შეძლებს და ასევე ბონუსებს მიიღებს მომდევნო 5 წლის მანძილზე.
ვან გაალი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე £150 მილიონის დახარჯვას აპირებს, შესაბამისად "იუნაიტედის" წინადადება შესაძლოა იმდენად კარგი იყოს, რომ რომაულმა მხარემ მის გაყიდვაზე უარი ვერ თქვას. ცნობილია, რომ არგენტინელი ერთადერთი არაა "ლაციოს" რიგებიდან, რომლითაც ვან გაალი ინტერესდება. მის გეგმებში ბრაზილიელი ფილიპე ანდერსონი და ჰოლანდიელი დე ვრეიც შედის.
ლუკასი რომაულ კლუბს 2013 წელს "ანდერლეხტიდან" შეუერთდა და 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
წყარო:
express.co.uk